“ენა, მამული, სარწმუნოებაო, დიდი ხანია, ირანში აღარ დადის ცხენისწყლისა და რიონის მილსადენებით გასაყიდად?” – ცოტნე გამსახურდია

გამსახურდია-კალაძე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია Facebook-ის პირად გვერდზე   სტატუსს აქვეყნებს:

იზრუნე ჯანმრთელობაზე

ვუყურებდი მერობის კანდიდატების დებატებს იმედზე… ვეცდები გადმოგცეთ ძირითადი შთაბეჭდილებანი:

ყველაზე მეტად ქალაქი სტკივა, ქალაქს იცნობს: ალექსანდრე ელისაშვილი.

ყველაზე კონსტრუქციული და განვითარებაზე ორიენტირებული იყო: გიორგი ვაშაძე.

ყველაზე გულწრფელი და გაწონასწორებული გახლდათ: კახა კუკავა.

ყველაზე სასაცილო იყო კახა კალაძე.
ვერ უპასუხა და თავი აარიდა მის მიმართ დასმულ ყველა კითხვას და წაყენებულ ბრალდებას. მაგრამ კომიკურობის აპოგეა იყო ბოლოს, როდესაც თქვა: ენა, მამული, სარწმუნოებაო! 😄
დიდი ხანია, ირანში აღარ დადის ცხენისწყლისა და რიონის მილსადენებით გასაყიდად? ენა, მამული, სარწმუნოებაო! სვანეთში კორეელებისა და ინდოელების ოფშორული კომპანიებისათვის გურკვეველი პირობებით ერთ ლარად ასობით (!) ჰექტარის გადაცემაც მამულზე მოჭარბებული ზრუნვით მოსდის ალბათ…
ენა, მამული, სარწმუნოებაო! კალაძემ! მააშ… 😄

ნუ დაუტოვებ შენს ქალაქს წურბელებს, მიდი არჩევნებზე…

ts.gamsakhurdia_FTI_11.10.17

loading…
გააკეთე კომენტარი!