“საყვარელი ქალისა და ნანატრი შვილის დაზიანებული სხეულების გამოსვენებას ელოდა” – ფონიჭალაში გარდაცვლილი დედა-შვილის ახლობელი ემოციურ წერილს აქვეყნებს

გარდაცვლილები

ფონიჭალაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი სოფიო ყაველაშვილის ახლობელი, სალომე ტაბატაძე სოციალურ ქსელში, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის შესახებ ემოციურ  წერილს აქვეყნებს.

“ირგვლივ ბნელა, ჯერ ვერ გავრკვეულვარ არსებულ სინამდვილეში, მაგრამ ერთი ვიცი მტკივა და თანაც ისე, რომ სიამოვნებით მივეგდებოდი ქუჩის რომელიღაც კუთხეში მარტოდმარტო და წვიმით დანამულ სახეს ჩემს სისხლნარევ ცრემლებს გავაყოლებდი. ჩემი არსება შეაძრწუნა გულმოკლული ქვრივის აუტანელმა ტკივილმა, რომელიც საყვარელი ქალისა და ნანატრი შვილის დაზიანებული სხეულების გამოსვენებას ექსპერტიზის შენობის წინ ელოდა. აუტანლად მძიმე სანახავია სახედახოკილი მოხუცი ქალი, რომელმაც უკვე აღარ იცის გარდაცვალებულთა სხეული თუ ცოცხლად დარჩენილი ვაჟი იტიროს, რომელიც ამ ტრაგედიის შემდეგ გვამს დამსგავსებია. იმდენად დაბნეული ვარ, მიჭირს დაჯერება, რომ ეს ნამდვილად ჩვენი ოჯახის თავს ხდება. სანამ ვიცოცხლებ თქვენ სულ ჩემთან იქნებით.”- წერს ტრაგიკულად გარდაცვლილის ახლობელი.

loading…

პოპულარული

„სამედიცინო პერსონალი არის აგრესიული, არ უნდათ ვინმემ გამოიტანოს რეალური ვითარება“ - ადვოკატის განცხადებით დეკანოზის მდგომარეობა დამძიმდა
„ზიარების შეფერხება არ ხდება, ნებისმიერ მღვდელს თუ მღვდელმთავარს შეუძლია აზიაროს“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე
„ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“ - მეუფე ანდრია გვაზავა დეკანოზ გიორგი მამალაძეს
„ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, თუკი რაიმე მოუვა, ნათელი მოეფინება ყველაფერს“ - თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აკისრებს
„სოლიდარობა მამა გიორგის“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან ხვალ აქცია გაიმართება
„ნუ შე---ცით ვააა! მე და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს“ - ნინო ნადირაძე
სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან (ვიდეო)
„მოგეკითხებათ პირველ რიგში თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო“ - ელისო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
დაწერე კომენტარი