ემიგრანტების ჯიბის წურბელას მეძახიან – რას ერჩიან შოთო სიხარულიძეს

შოთო სიხარულიძეს, რომელიც 14 წელია საქართველოდან უცხოეთში წასული ადამიანების ცხოვრებას აშუქებს, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ეპითეტებით ამკობენ, ზოგი მას ემიგრანტების იმედს უწოდებს, ზოგი კი ემიგრანტების ჯიბის წურბელას. 

როგორ ცხოვრობს შოთო სიხარულიძე, რომლის გარშემო მუდმივად სკანდალები და ჭორები ვრცელდება ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. 

მისი თქმით, მან ემიგრანტებთან ურთიერთობა 2007 წლიდან დაიწყო. 

„მე და ემიგრანტები 14 წლის წინ შევიკარით ერთ ოჯახად და ჩვენი რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა. 2017 წელს ჩემს ჯგუფში მილიონი ადამიანი იყო გაწევრიანებული. შემდეგ კი კომპიუტერი გამიტეხეს და ყველანაირი ინფორმაცია წამიშალეს. იმ დროს საბერძნეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა სამი ლექსი მომიძღვნა და ცრემლები ვერ შევიკავე. მთელი წელი ბულინგის მსხვერპლი ვიყავი, ამბობდნენ, იმიტომ ტირის, რომ ემიგრანტებს ფულს ვერ სძალავსო“ – ამბობს შოთო სიხარულიძე

შოთო, ამბობს, რომ როდესაც სიკეთეს აკეთებ, რეიტინგს 14 წელი არ კარგავ და ხალხის სიყვარული გაქვს, ადამიანები ამის გამო ბოროტდებიან. 

„ბევრს უნდა მსგავსი საიტი გააკეთოს და პოპულარული გახდეს, მაგრამ ვერ ახერხებენ. წინა წლებში ქართველი ემიგრანტები არავის ახსოვდა. ბოლო სამი წელია რაც ამ თემამ წამოიწია, ტოქ შოუები იწვევენ და ა.შ 14 წლის წინ კი არავის ახსოვდა“, – ამბობს შოთო სიხარულიძე. 

პოპულარული

თბილისში ჩინეთიდან მორიგი ავიარეისი ჩამოფრინდა - მგზავრები კორონა ვირუსზე არავის შეუმოწმებია
ლალი მოროშკინა თოვლში პენუარით პოზირებს - ფოტოები ინსტაგრამის გვერდიდან
ლევან ხაბეიშვილს "ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ (ფოტო/ვიდეო)
ახალი კანონი თურქეთში მამაკაცებს არასრულწლოვანი გოგოების გაუპატიურების უფლებას მისცემს
დაწერე კომენტარი