ემბერ რუდი ანგელა მერკელს: შეგიძლიათ დიდ ბრიტანეთს ენდოთ

“BrexiT-ის შემდეგ, დიდ ბრიტანეთს სურს შეინარჩუნოს ევროკავშირთან მჭიდრო და ღრმა კავშირები”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მდივანმა ემბერ რუდმა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადების პასუხად თქვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

“დრო, როდესაც შეგვეძლო სრულად დავყრდნობოდით ამერიკას და ბრიტანეთს დასრულდა. ეს ფაქტი ბოლო დღეების განმავლობაში გავიაზრე. ჩვენ… ევროპელებმა, დროა ხელში ავიღოთ საკუთარი ბედი,” – განაცხადა ანგელა მერკელმა დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ, გერმანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე გამოსვლისას.

სწორედ ამ განცხადების პასუხად, ინგლისის მთავრობის მდივანი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი გერმანიასთან BrexiT-ის შემდეგ აქტიურ თანამშრომლობას აპირებს.

“გვსურს დავარწმუნოთ ქალბატონი მერკელი, რომ ჩვენ გერმანიასთან გვსურს ღრმა და განსაკუთრებული პარტნიორობა. ჩვენ შეგვიძლია ერთად გავაგრძელოთ ევროპულ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა დავიცვათ თავი ტერორისტებისგან…”, – თქვა ემბერ რუდმა.

პოპულარული

თბილისში ჩინეთიდან მორიგი ავიარეისი ჩამოფრინდა - მგზავრები კორონა ვირუსზე არავის შეუმოწმებია
ლევან ხაბეიშვილს "ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ (ფოტო/ვიდეო)
ლალი მოროშკინა თოვლში პენუარით პოზირებს - ფოტოები ინსტაგრამის გვერდიდან
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი