“ამერიკა მზად არის უკრაინას სამხედრო შეიარაღებით დაეხმაროს”- ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება

ამერიკა უკრაინის სამხედრო ძალებს მხარდაჭერას უცხადებს

ვაშინგტონი მზად არის უკრაინას შეიარაღების გაძლიერებაში დაეხმაროს. აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო და საზღვაო ფლოტის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. ინფორმაციას ამერიკის  სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში  კურტ ვოლკერი ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთსა და ამერიკას შორის უკრაინის საკითხთან მიმართებაში შეხედულებათა არსებითი შეუთანხმებლობა არსებობს. პუტინი თავისი პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს და ის უკრაინაში გასამართი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ელოდება.

ვოლკერის თქმით, დრო პუტინის მხარეს არ არის, რადგან ანტირუსული და პროდასავლური განწყობა უკრაინაში ყოველთვიურად იზრდება და ტრამპის ადმინისტრაცია აბსოლუტურად მზად არის უკრაინას შეიარაღებით დაეხმაროს.

“ისინი ყოველთვიურად კარგავენ თავიანთ ჯარისკაცებს, რადგან მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არიან. შესაბამისად ბუნებრივია, რომ უკრაინა სამხედრო ძალების გაძლიერებაზე ზრუნავს, ბუნებრივია, რომ ის ცდილობს დამოუკიდებელ ძალად იქცეს, ბუნებრივია ისიც, რომ უკრაინა დახმარებას ითხოვს და სხვა ქვეყნები მას აუცილებლად უნდა დაეხმარონ. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უკრაინასთან და ასე მოვიქცეოდით ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან მიმართებაში. ჩვენ გვაინტერესებს, თუ რა საჭიროებების წინაშე დგანან ისინი. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს უკრაინის საზღვაო ძალების მდგომარეობა, რადგან მათი საზღვაო ფლოტი რუსეთის წყალობით სავალალო მდგომარეობაშია. მათ ხელახლა უნდა განავითარონ საზღვაო ძალები. უკრაინის საჰაერო ფლოტსაც დახმარება სჭირდება და ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზეც ვიმუშაოთ.” – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

წყარო:theguardian

 

loading...

პოპულარული

"ვაქცინა უკვე შექმნილია , მარტის ბოლომდე ყველა რეგიონში დასტაბილურდება მდგომარეობა....ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას" - ჩინელი დიპლომატი
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განკურნეს
"სარალიძის ოჯახი მ..ტყ...ან, მაგის მკვდარი და ცოცხალი... ყველაზე დაბალი ღობე მე მანახეს... გამწირეს"- მიხეილ კალანდიას მამის პირველი კომენტარი
“ადვადმყოფები ხართ გოგოებო” - ლავროვის შეუარცხმყოფელი რეპლიკა ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი