„ელისაშვილმა სკოლის მოსწავლეს ხელი დაარტყა… ის ნასვამი იყო“ – გაბედავა თბილისის მერობის კანდიდატს ადანაშაულებს

უფლებადამცველი გიორგი გაბედავა თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს ბრალდებებს უყენებს. როგორც მან „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში განაცხადა, ალეკო ელისაშვილი მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მის მეგობარს ხელი დაარტყა. საქმე ეხება 2010 წელის 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიაში“ შევარდნის ინციდენტს. მომხდარზე მაშინვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიების შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს.

„ მაშინ ელისაშვილი კავკასიის ჟურნალისტი იყო, სწორედ ის გახლდათ ადამიანი, რომლის ტელევიზიაში მოსვლამაც გამოიწვია ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა. ჩემი ინფორმაციით, ის არ იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში, მან ხელ დაარტყა სკოლის მოსწავლეს ჯაბა გურჩიანს, რის შემდეგაც მოხდა იქ დაძაბულობა და პოლიციელებმა დააკავეს ჩემი მეგობრები“,- განაცხადა გაბედავამ.

პრესკონფერენციაზე მან ალეკო ელისაშვილის მიერ მიცემული ჩვენებაც წარმოადგინა: „ძალიან უცყინარ ჩვენებას იძლევა ალეკო. თითქოს ის მივიდა დაძაბულობიდან 5 წუთში, თითქოს მან გაიგო გინების ხმა და დაინახა გაწევ-გამოწევა და ნაცემი აქუბარდია. სინამდვილეში ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი იყო ის, რომ მან ხელი დაარტყა 18 წლის სკოლის მოსწავლეს ჯაბა გურჩიანს. სასამართლოზე ჩვენ ეს კითხვა მას დავუსვით და მან თქვა, რომ ხელის დარტყმა აღელვების ნიადაგზე მოხდა. თუ მან ხელი დაარტყა სკოლის მოსწავლეს, რატომ არ დააკავეს ალეკო ელისაშვილი და რატომ მოხდა მხოლოდ ჩვენი დაკავება – 8 კაცი დააკავება აქუბარდიას პიჯაკის გახევის გამო. არადა, ჯაბა გურჩიანს თვალზე სილურჯე ხელის დარტყმისგან ვიდეოშიც კარგად ემჩნევა“,- აღნიშნა გაბედავამ.

 

loading…
loading…
გააკეთე კომენტარი!