ელისაშვილი: ოპოზიციასთან იწილო-ბიწილო დავასრულეთ, უახლოეს დღეებში გეტყვით ჩვენს გეგმას

ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასთან “იწილო-ბიწილო” დაასრულა და მალე გააჟღერებს მის გეგმას, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. ამაზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

“ოპოზიციასთან ეს იწილო ბიწილო დავასრულეთ, ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ, ვიცით, როგორ გავაკეთებთ და უახლოეს დღეებში ზუსტად გეტყვით ჩვენს გეგმასთან დაკავშირებით, მანამდე ეს დაუსრულებელი დავიდარაბა დავამთავრეთ.

არ მიგვიჩნევენ ოპოზიციად? სარკეში ჩაიხედონ და თავიანთ თავს ჰკითხონ, სინამდვილეში თვითონ ვინ არიან, როგორ უცხოვრიათ, რა წარსული აქვთ, რა ბიოგრაფია, მართლა ვისთან გარიგებებში მონაწილეობდნენ და ა.შ. ჩვენ ვინ ვართ და რა ვართ, ხალხმა იცის და ხალხმა განსაჯოს. […]

ჩვენ გვინდა, ქართულ ოცნებას გამოვგლიჯოთ ის რაც ქვეყნისთვის მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, რაზეც უკან დავახევინეთ, ჩვენ შევალთ შემდეგ პარლამენტში და იქედან გავაგრძელებთ ბრძოლას ამ ქვეყნისთვის”, – ამბობს ელისაშვილი. 

დაწერე კომენტარი