ეკა ბესელია სულისშემძვრელ წერილს ავრცელებს: “მთხოვეს კონფიდენციალობა დავიცვა ავტორის უსაფრთხოების გამო”

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე ვითარებაზე მიღებულ წერილს აქვეყნებს.

“ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელია და ხელისუფლების საყურადღებოა!

მთხოვეს კონფიდენციალობა დავიცვა ავტორის მისივე უსაფრთხოების გამო.

,,მივმართავთ დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას, თქვენ მაინც მიაწვდინეთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას და მთავრობას!

რაც, სოფელ ჩორჩანაში საქართველოს მხარემ ბლოკპოსტი გააკეთა, მას შემდეგ ოსებმა გადაკეტეს საზღვარი და არავის აღარ უშვებენ. ახალგორსა და რაიონის ყველა სოფელში კატასტროფული მდგომარეობაა. 1500-ზე მეტი მოსახლეა ჩარჩენილი და ფატობრივად მძევლად ჰყავს ოსურ მხარეს. არა აქვთ ოსური ანუ რუსული პასპორტები. აქედან გამომდინარე არც პენსია აქვთ და არც სხვა რიმე დახმარება. ისინი ძირითადად დამოკიდებულნი იყვნენ ქართულ პენსიასა და სოციალურ დახამარებაზე. 3 თვეა არავის საქართველოს სახელმწიფო პროგრამით არ უსარგებლია. არც პურის, არც შეშისა და არც წამლის ფული არა აქვთ. დადიან მშივრები და გაყინულები და ალბათ ნელ-ნელა ყველა დაიხოცება. არის ოჯახი, სადაც ერთი მოხუცია დარჩენილი. არიან ლოგინად ჩავარდნილი მოხუცები, რომლებსაც მომვლელიც კი არავინ ჰყავთ. ასევე, არიან ჩარჩენილი სტუდენტები, რომლებსაც სწავლა შეუწყდათ, რადგან საზღვარზე არ მისცეს გადასვლის უფლება. ასობით ოჯახი გაიყო და გაიხლიცა, ზოგი ქალი აქეთ არის და ქმარი იქეთ და პირიქით. ენატრებათ შვილები და შვილიშვილები. არიან უმძიმესი ონკოლოგირი ავადმყოფები, რომლებსაც შეუწყდათ მკურნალობა და იტანჯებიან ტკივილებისგან. პროდუქტი ცხინვალიდან ჩამოდის და იმდენად ძვირია, რომ გაღარიბებული და გაღატაკებული ხალხი ვერც ყიდულობს და ფაქტიურად შიმშილობენ. სამედიცინო პირველადი დახმარებაც კი არ არსებობს.

გვიშველეთ რამე, სანამ ხალხი დარდისგან, შიმშილისგან, ავადმყოფობისგან და სიცივისგან არ დავხოცილვართ! გთხოვთ, ეს წერილი გადაუგზავნეთ ყველას, ვისთანაც ხმა მიგიწვდებათ, აქედან ჩვენი ხმა არავის ესმის.

მივმართავთ ხელისუფლებასა და მთავრობას,

ვინმეს გაქვთ ჩვენი დარდი? ჩვენ არ ვართ ქართველები? ჩვენ არ ვართ საქართველოს მოქალაქეები? თუ მოგვიძულეთ და გაგვწირეთ, ესეც ვიცოდეთ და სასწაულის იმედი მაინც აღარ გვექნება.

გვიშველეთ, სანამ სული გვიდგას, ვიხოცებით… დავიღალეთ წამებული ცხოვრებით” – აღნიშნულია წერილში

პოპულარული

ზოდიაქოს 3 ნიშნიშნისთვის 2020 წელი ძალიან რთული იქნება - მიხეილ ცაგარელი
“დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი…” – მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
კალიფორნიის სანაპიროზე ათასობით "პენისის თევზი" გამოირიყა
ტაქსის მძღოლმა ჩაძინებული მგზავრი გააუპატიურა
დაწერე კომენტარი