ეკა ბესელია თანამდებობას ტოვებს – რა ინფორმაცია ვრცელდება პარლამენტიდან?

ეკა ბესელია

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. ბესელიასთან დაკავშირებით საკადრო ცვლილების განხორციელების საკითხი მსჯელობის საგანი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე იყო და მოსალოდნელია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პარლამენტის ხელმძღვანელობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ეკა ბესელიას შეცვლის საჭიროებას ხედავენ. უმრავლესობაში დაისვა საკითხი, რომ კომიტეტის საქმიანობას სხვამ უხელმძღვანელოს და ამ თანამდებობაზე ეკა ბესელია შეიცვალოს.

ბესელიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევის შეთავაზება მიიღო, რათა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი თანამდებობრივი დაქვეითების სახე არ მიეცეს. პარლამენტში მოსალოდნელი ამ საკადრო ცვლილების კონტექსტში აღსანიშნავია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არსებული ის არაკეთილგანწყობა, რაც უმრავლესობის ცალკეულ დეპუტატებსა და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის რამდენჯერმე საჯარო სხდომაზეც გამოჩნდა.

loading…

პოპულარული

"განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ადგილი აქვს დაბალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან მაღალი იერარქების შეურაცხყოფას"- მეუფე გრიგოლი
"ვფიქრობ რომ ამ მხილებამ და მოწოდებამ უნდა გამოიღოს ნაყოფი..." - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სპირიდონისთვის გაგზავნილ წერილზე
სკანდალი: "ქართულ სახლში" "ოცნების" ჩინოვნიკების დაპირისპირება "ქურდებთან" "რაზბორკით" გაგრძელდა
პარტიული რევოლუცია ბიძინა ივანიშვილის დასამხობად - რა მოლაპარაკებებს მართავდნენ კვირიკაშვილი და ხაზარაძე (ვიდეო)
"ქართული ოცნების“ სადამსჯელო ბრიგადები - დაუსჯელი ზონდერები, რომლებიც კორცხელში პოლიტიკოსებს სცემდნენ, ახლა კი გამოჩენილ სპორტსმენებს უსწორდებიან (ვიდეო)
"ოეე,კალ'ა,თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან" - მიხეილ სააკაშვილი
"მერის მასშტაბური სექსუალური ფანტაზია პირველ სიყვარულთან" - გია ხუხაშვილი კალაძის განცხადებაზე
"ქალაქის შტერი!... ვაღიარებ - ნარმანია ბევრად ღირსეული მერი იყო ვიდრე კალაძე" - ნიკა მელია
ვინ არიან "ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლები - ფოტოები
დაწერე კომენტარი