ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინციატივის განხილვას ხმაური და კამათი მოჰყვა

ეკა ბესელია

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინციატივის განხილვას ხმაური და კამათი მოჰყვა.

წინადადება უმრავლესობის წევრებმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს და მათივე თანაგუნდელის მიერ მომზადებულ დოკუმენტს “ანტიკონსტიტუციური” უწოდეს.

დეპუტატი ითხოვს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშნვა 2025 წლამდე შეჩერდეს. ბესელია განმარტავს, რომ მორატორიუმის საკითხი დღის წესრიგში იმიტომ, რომ დადგა, რომ პარლამენტს დრო ჰქონდეს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების კრიტერიუმები დაარეგულიროს.  

„საკითხი თავისთავად იმიტომ დადგა ამ ფორმით, რომ საჭიროა მოკლე დროში ეს ერთგვარი პაუზა, ერთგვარი მორატორიუმი იმისთვის, რომ ამ საკითხის გადაწყვეტილებასთან ერთად პარლამენტს ჰქონდეს დრო და შესაძლებლობა, იმსჯელოს სხვა შესაბამისს აუცილებელ ცვლილებებზე, რომელმაც უნდა დაარეგულიროს უვადოდ მოსამართლეთა გამწესების საკითხი. კანონმდებლობაში არის ეს ხარვეზი, ხარვეზთან ერთად არის კანონის არასწორი გამოყენების პრაქტიკაც, ამიტომ, ეს არის პირველი ეტაპი და ამას უნდა მოჰყვეს სხვა ცვლილებები,“ – ამბობს ბესელია.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს პერიოდში კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

პოპულარული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს
შაქარაშვილის საქმის დამალული სიმართლე - ვინ არის შავი ფერის "ჰუნდაის" მძღოლი, რომელიც არგვზე იმყოფებოდა და არავინ დაკითხა (ვიდეო)
"ორშაბათ დილას ნინო გიორგობიანი არ იქნება მოხსნილი და რეალურ მიზეზს დავწერ რატომ ვერ ელევა მინისტრი!" - ელისო კილაძე
2 კვირის წინ ჩადენილი დანაშაული და მძიმედ დაჭრილი 23 წლის ბიჭი - დაკავებული "ოცნების" დეპუტატის, კობა კობალაძის შვილია
დაწერე კომენტარი