“ევროსაბჭოში ესეთი სტერილურად უვიცი, ელემენტარული სწორი ანალოგიების გაკეთებაც რომ არ შეგიძლია, როგორ მოხვდი? დამშვიდდი, თორემ…” – სალომე სამადაშვილისა და თამარ ჩერგოლეიშვილის უმწვავესი დაპირისპირება

ნაციონალური მოძრაობის წევრი მაიკო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყუნებს:

თემას, რომელიც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მოქმედი მაღალჩინოსნების და თანამდებობის პირების მომავალში გასამართლებას ეხება, სალომე სამადაშვილი პოსტით გამოეხმაურა:

„გახარიას ბრძანების შედეგად თვალები არავისთვის დაუთხრიათ? არც არაფერზე პასუხისმგებელი არაა?.. რას ვერჩოდით იმ პატიოსან კაცს? მიდით ბატონო გიორგი, მომავალშიც დაერიეთ საკუთარ მოქალაქეებს, არჩევნების შემდეგ სულსაც ვერავინ შეგიბერავთ:):):)”……..

სალომეს პოსტზე „ევროპული საქართველოს” პოზიციების დაფიქსირება (მათი პოზიცია კი ასეთია – არცერთი დამნაშავე არ გასამართლდება) თამარა ჩერგოლეიშვილმა ითავა და სალომესთან კამათში ჩაერთო.

სალომე სამადაშვილი:
„ერთი შეკითხვა: რატომ დადიოდი აქციებზე, სადაც გახარიას გადადგომას ითხოვდნენ? ერთობოდი?”..

თამარა ჩერგოლეიშვილი:
„ისეთ კითხვებს სვამ, მგონია რომ მთვრალი ხარ. გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ვითხოვდი! გადადგომას!.. ზუსტად ისე, როგორც მაგათ პოლიტიკურ სანაგვეზე გაშვებას ვითხოვ. სასამართლოს ფუნქციებს არ ვითავსებ ველურივით.

სალომე სამადაშვილი:
„როგორ არ ითავსებ? მე ვთქვი, საერთაშორისო მექანიზმებით უნდა გამოვიძიოთ-თქო. არ ვაპირებ შენთან დისკუსიის გაგრძელებას, ადრე ლოგიკური დემაგოგია მაინც შეგეძლო, ამ ბოლო დროს ისეთ ტალახში გორაობ, რომ მირჩევნია რაც შეიძლება შორს ვიყო, ყარს”..

თამარა ჩერგოლეიშვილი:
„რას გაგორდი მაშინ – უმალ გამომეხმაურე. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. არგუმენტი როცა არ გაგაჩნია და სამარცხვინო მდგომარეობაში ხარ შენი არასწორი არჩევანის გამო, ბუნებრივია ლანძღვა-გინებაზე და წყევლა-კრულვაზე გადახვალ. და არა – არ ვითავსებ. ამნისტია პოლიტიკური აქტია. სასამართლო არ აცხადებს ამნისტიას – უვიცო”..

სალომე სამადაშვილი:
„წერე გენაცვალე რაც გინდა, შენ რომ ვინმეს ლანძღავ, მხოლოდ მათ ღირსებას და დაფასებას ზრდი საზოგადოების თვალში… მძიმეა მართლაც უვიცობა, პოლიტიკური ამინისტია პოლიტიკურ დანაშაულს შეეხება, და არა სისხლის სამართლისას. Google მაინც გამოიყენე სანამ რამეს წამოროშავ, თორემ არაფერი რომ არ იცი, ეს დიდი ხანია გარკვეულია.”..

თამარა ჩერგოლეიშვილი:
„ვაიმე.. სააკაშვილის ამნისტია გირგვლინის მკვლელებს რაც შეეხო, პოლიტიკური აქტი არ ყოფილა”..

სალომე სამადაშვილი:
„თამარა, იცი რა მიკვირს, ევროსაბჭოში ესეთი სტერილურად უვიცი, ელემენტარული სწორი ანალოგიების გაკეთებაც რომ არ შეგიძლია, როგორ მოხვდი? დამშვიდდი, თორემ ცოტა ხანში ვიფიქრებ, რომ თადუმაძე შენზე ბევრად მაგარი ტიპია.”..

თამარა ჩერგოლეიშვილი:
„გავიგე სალომე, რომ გაფსიხდი და კუთხეში მიმწყვდეული სისულელეებს გაიძახი, მაგრამ რა არის პოლიტიკური დანაშაული განმარტე ფლზ.. გევედრები”..

სალომე სამადაშვილი:
„თამუნა, ჯერ ერთმანეთისგან გაარჩიე ამინისტია და შეწყალება, მერე შეისწავლე მსოფლიო პრაქტიკა ამინისტიის გამოყენების, მერე დაადგენ, რატომ ილაპარაკე ბევრი სისულელე.. ოთო კახიძეს კითხე, კომპეტენტურია შენგან განსხვავებით, როდესმე თუ მოვიცლი, მეც წავეშველები, ეხლა ლუი [ცუგა] მყავს წასაყვანი გრუმერთან, სორი.. ნუ რას იზავ, როდესაც ბოლომდე განულება გემუქრება პოლიტიკურად, კონვულსიები იწყება და ბევრ სისულელეს როშავ, სასოწარკვეთილი”..

დაწერე კომენტარი