“ევროპაში მე თავისუფალი ვარ, თავისუფალი სააკაშვილი თქვენთვის უფრო საშიში იქნება” – სააკაშვილი პოროშენკოს

მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში პირველ პრესკონფერენციას მართავს. სააკაშვილის განცხადებით, ის პოროშენკოსა და ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივ აქციების გამართვას გეგმავს, ამ საკითხზე კი კონსულტაციებს ევროპარლამენტარებთან გამართავს.

ხელნაკეთი ქალის ჩანთა

„უახლოეს კვირაში ევროპაში ისეთივე აქტიური ვიქნები, როგორიც ვიქნებოდი უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში. უკრაინაში – პირიქით მდევნიდნენ, მითვალთვალებდნენ, შინაპატიმრობა მომისაჯეს. აქ კი, ევროპაში, მე თავისუფალი ვარ, თავისუფალი სააკაშვილი თქვენთვის უფრო საშიში იქნება, პეტრო ალექსეევიჩ.

მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად მოვახერხებთ მასობრივი გამოსვლების ორგანიზებას და სახლში გავისტუმრებთ ოლიგარქებს.

მე ვიმუშავებ ევროპარლამენტარებთან, ევროპელ პოლიტიკოსებთან, ჩვენ შევადგენთ „მაგნიტსკის სიის“ მსგავს სიას უკრაინელი ოლიგარქებისთვის“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ ბრიფინგზე.

იტვირთება…

პოპულარული

ჩერნობილი დღეს - როგორ გამოიყურება დაცარიელებული ქალაქი 32 წლის შემდეგ
საზარელი ავარია თბილისში - გარდაცვლილია არასრულწლოვანი
სკანდალის შემდეგ, ბაჩო შენგელია ბოდიშს იხდის, რესპუბლიკური საავადმყოფო კი ექიმის ქმედების განხილვას გეგმავს
,,ყველა გადაცემა უნდა დავხურო..." - როგორ ეხმაურება ნიკა გვარამია ივანიშვილის პოლიტიკაში ფორმალურად დაბრუნებას
დაწერე კომენტარი