ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიანიჭა

კენჭისყრის შედეგებია: 553 მომხრე, 66 წინააღმდეგი და 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.

cyc

ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დებატები დასრულდა. დეპუტატებმა საქართველოს შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, რომ ქვეყანამ აღნიშნულ გზაზე წინსვლისას ყველა კრიტერიუმი შეასრულა.სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შედგა კენჭისყრა და ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიანიჭა. კენჭისყრის შედეგებია: 553 მომხრე, 66 წინააღმდეგი და 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.

სიტყვით გამოსვლის დროს, ევროპარლამენტარებმა საქართველოს მხრიდან მიღწეულ პროგრესსზე ისაუბრეს, რაც წინაპირობა იყო იმისა, რომ ქვეყანას ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლისთვის მიეღწია.

,,დღევანდელი შეხვედრა იქნება კიდევ ერთი იმპულსი იმსიათვის, რომ ზედმიწევნით შესრულდეს ყველა კრიტერიუმი, თუმცა საქართველომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. სწორედ ამიტომ, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი თუ საქართველოს მოქალაქეები მიაღწევენ ამ მიზანს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

“თქვენ ბრძანდებით ამაყი ევროპის ოჯახის წევრი” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს, ევროპარლამენტარმა მიშალ ბონიმ, ბრიუსელში მიმდინარე ევროპარლამენტის პლენარული სხდომიდან, სადაც ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციას იხილავენ.

სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაცია ესწრებოდა.

ევროპარლამენტარი ანა გომეში იმედოვნებს, რომ საქართველოში უვიზო რეჟიმი მალე ამოქმედდება:

„ვიზალიბერალიზაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის მისასალმებელი, რადგან წლების განმავლობაში საქართველომ ძალისხმევა არ დაიშურა და მნიშვნელოვანი ზომები მიიღო, რათა დაეკმაყოფილებინა ყველა ის კრიტერიუმი, რაც არის დადგენილი ევროკავშირის მიერ, რათა მომხდარიყო კონსოლიდირება დემოკრატიის და ასევე, ჩვენ ვხედავთ იმ სულისკვეთებას, რომელიც გააჩნია საქართველოს მოქალაქეებს,“ – განაცხადა ანა გომეშმა.

“საქართველო სამაგალითოა… იქ ევროკავშირის უფრო მეტი დროშა ვნახე, ვიდრე ბრიუსელში” – ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულუსმა ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხდა წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვის დროს.

„საქართველო სამაგალითოა იმით, რომ ის ასრულებს საგზაო რუკის მოთხოვნებს და სთავაზობს ვიზალიბერალიზაციას თავის მოქალაქეებს.

მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპსორტს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის წევრ შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მეთოდით გადაადგილებით” – აღნიშნა ავრამოპულოსმა.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე გამართული დებატებისას რამდენიმე ევროპარლამენტარმა იმ საფრთხეებზეც ისაუბრა რომელიც შესაძლოა საქართველოსთან თავისუფალმა მიმოსვლამ შექმნას. მთავარ საფრთხედ ევროპარლამენტარებმა ორგანიზებული დანაშაულის გამძაფრება დაასახელეს.

თუკი გავიხსენებთ გერმანიაში გასულ წელს დაფიქსირებულ ორგანიზებულ დამნაშავეებს საქართველოდან, საფრთხის წინაშე ვიმყოფებით. სწორედ ამიტომ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის საფრთხე და მეორე მხარე რომელიც შედეგად მოჰყვება ვიზალიბერალიზაციის პროცესს. სწორედ ამიტომ ამ შემთხვევაში უფრო ფართო ჭრილში ღირს საკითხის განხილვა.“-განაცხადა ვიკი მაიერმა

ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შემთხვევაში შესაძლო საფრთხეებზე ევროპარლამენტარმა სტივენ ვულფმაც ისაუბრა.

http://www.newposts.ge

 

 

რეკლამა

დაწერე კომენტარი