ევროპარლამენტის წევრმა შვებულება შეწყვიტა და გუგუტიანთკარში ჩავიდა

ევროპარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ შვებულება შეწყვიტა და გუგუტიანთკარში ჩავიდა. 

„ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს.

ევროპელი დეპუტატის თქმით, რუსეთი ახლა მხოლოდ  იმას ამოწმებს, თუ რამდენად შორს შეუძლია წასვლა.

„ჩემი აზრით, ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. მე ძალიან არ ვეთანხმები იმას, რაც ახლა აქ ხდება და იმას, თუ როგორ ექცევიან ხალხს, რომელთა ბაღების და ზოგიერთი სახლის უკან ღობეები დამონტაჟდა. ახლა ისინი იძულებული არიან, სხვაგან გადავიდნენ. მე როგორც გავიგე, ზოგიერთი მათგანისთვის მთავრობა შეიძენს სახლებს, თუმცა ეს ქმედება რჩება რუსული აგრესიის აქტად. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში, – თავდაცვისა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტებში. ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთი ახლა მხოლოდ ამოწმებს იმას, თუ რამდენად შორს შეუძლია წასვლა და როდემდე არ იქნება ამაზე მკაცრი პასუხი. ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კიდევ უფრო შორს წავლენ”, – განაცხადა მარკტ გრეგოროვამ

​მარკტ გრეგოროვასთან ერთად გუგუტიანთკარში იმყოფებოდა ფონდ თავისუფალი რუსეთის წარმომადგენელი ეგორ კუროპტევი, რომელმაც ევროპარლამენტარს მადლობა გადაუხადა, იმისთვის რომ შვებულება შეწყვიტა და საქართველოში ჩამოვიდა. 

პოპულარული

15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
"პუტინმა ივანიშვილს უთხრა: თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატოზე და ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ სამხრეთ ოსეთის ანექსიას" - სააკაშვილი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი