ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი აამოქმედონ.

ასეთი ინფორმაცია „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა.

გამოცემის კორესპონდენტი ბრიუსელში ასევე წერს, რომ ევროკავშირში შეშფოთებულნი არიან საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებით.

„შეჩერების მექანიზმი განხილული იქნება სამშაბათს“, – წერს იოზვიაკი.

ამ ინფორმაციას განმარტავს ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე.

„მიმდინარეობს რუტინული განხილვა, არაფერი ამაში საგანგებო და არაგეგმური არ არის. საუბარია კომისიის ანგარიშზე, მთელ რიგ ქვეყნებთან როგორ მიმდინარეობს უვიზო მიმოსვლა. საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, სიმართლე არ არის, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა იგეგმება“, – განაცხადა საბანაძემ „პირველ არხთან“ საუბარში.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა არ დაარღვიონ უვიზო რეჟიმის წესები, არ გადააცილონ 3 თვეს. რაც შეეხება თავშესაფრის მოთხოვნას, აქ დაკმაყოფილების სტატისტიკა არის ძალიან დაბალი. ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას საქართველო შეყვანილი ჰყავს უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ამიტომ მოთხოვნების განხილვა ავტომატურად ნეგატიური პასუხით სრულდება. ესეც გასათვალისწინებელია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, – ნატალია საბანაძის ამ კომენტარს კი, „ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მართლაც ქმნის თუ არა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ სტატისტიკა იმის საშიშროებას, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს?

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის მარტიდან – დეკემბრის პერიოდში, შენგენის ზონაში საქართველოდან 174 ათას 596 გამგზავრების ფაქტი დაფიქისრდა, საიდანაც 494-ი უვიზოდ მოგზაური, ანუ 0.3% საზღვარზე არ შეუშვეს. იმ პირების რაოდენობა, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, 10 330-ს შეადგენს.

ქართველი ანალიტიკოსები ამბობენ, არ არის ის რიცხვი, ის გადაჭარბებული რაოდენობა, მასიური შედინება შენგენის ზონაში, რომელმაც ჩვენ უნდა გვაფიქრებინოს და მიგვანიშნოს იმაზე, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს. შესაბამისად, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხეს ამ ეტაპზე ექსპერტები ვერ ხედავენ.

გარდა ამისა, დაახლოებით ერთი თვის წინ, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულებას აღწერდა. ევროკავშირმა საქართველოს რეკომენდაციებითაც მიმართა, ზოგიერთი რეფორმის დაჩქარებაც მოსთხოვა, მაგრამ მთლიანობაში აღინიშნა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის პირობებს და აღებულ ვალდებულებებს ასრულებს.

და კიდევ, რა შემთხვევაში აღუდგება სავიზო მოთხოვნები ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებს, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით?

თუ საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის სახელმწიფოში შესვლაზე უარს მიიღებენ, ან გაიზრდება ევროკავშირში ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა არალეგალურად დამრჩენთა რიცხვი; თუ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვა საგრძნობლად გაიზრდება ან თუ ქვეყანა ნაკლებად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით (მიგრანტთა დაბრუნებაზე); თუ ქვეყნიდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის სახელმწიფოს საზოგადოებრივ წესრიგსა და შიდა უსაფრთხოებას.

წყარო: კომერსანტი

loading…

პოპულარული

„ამ მშობლის შვილს ტორტი არ უწილადეს... დააყვედრეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო...ბავშვი ატირებული მივიდა სახლში“ - ბულინგის მორიგი ფაქტი სკოლაში
"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
22 სექტემბრის ასტროლოგიური პრონოზი
საზარელი ავარია გორში - გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
დაწერე კომენტარი