„ევროვიზიის“ ჟიურის პირველი კომენტარი თამთა გოდუაძეზე – „იმდენი რამე „ტეხავს“, დამიძახონ ქაჯი“ – ლადო ტატიშვილი

ევროვიზიის“ გარშემო ხმაური ისევ გრძელდება. უფრო კონკრეტულად კი, კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილე თამთა გოდუაძის მიმართ, ქართველი ჟიურის მიერ დაწერილმა ექვსმა ქულამ, საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ შორის მომღერლები – ანრი ჯოხაძე და სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებენ. 

„თამთას 6 ქულა ქართული პროფესიონალი ჟიურისგან. რამდენი ქულაც არ უნდა დაუწეროთ მას, მაინც ვერასოდეს მიაღწევთ თამთას ლეველს!!! მხოლოდ საქართველოში არ გაპატიებენ წარმატებას. შური კლავს, მეგობრებო“ – წერს ანრი ჯოხაძე. 

„საქართველოს ჟიურის თამთასთვის 6 ქულა დაუწერია „ევროვიზიაზე“, და ჩეხეთისთვის – 12)) არ ვიცი, ვინ ხართ, მაგრამ ძაან ტეხავს. ყველა მხრივ ასეთი სიქაჯე ტეხავს!“ – პოსტავს სტეფანე. მას მხარს უბამენ ნინო ქათამაძე, თაკო გაჩეჩილაძე, ნიკა როყვა და ასე შემდეგ…

განაგრძეთ კითხვა

დაწერე კომენტარი