ევოლუშენ გეიმინგის 1300 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა: გვიწევს, საქართველოში ევოლუშენის ზრდის გეგმები არსებულ ვითარებას მოვარგოთ

ევოლუშენ გეიმინგის 1300 თანამშრომელი დღეს უმუშევარი დარჩა. მძიმე ეკონომიკური პირობების ფონზე საქართველოს 1300 მოქალაქემ ელექტრონული ფოსტით შეტყობინება მიიღო რომ კომპანია მათთან თანამშრომლობას წყვეტს. მათი თქმით სიტუაციიდან გამომდინარე ევლუშენის საქართველოში ზრდის გეგმებს არსებულ ვითარებასთან უწევს შეგუება. დაახლოებით 2 საათის წინ კომპანიის ოფიციალურმა გვერდმა დაპოსტა ამ ყველაფრის შესახებ.

“​გასული კვირის მოვლენებიდან და გუშინ, ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე, გვიწევს, საქართველოში ევოლუშენის ზრდის გეგმები არსებულ ვითარებას მოვარგოთ.
სამწუხაროდ, ეს ნიშნავს რომ დღეს, დაახლოებით 1300 ადამიანს, რომელიც საოპერაციო პოზიციებს იკავებდა და იმყოფებიან გამოსაცდელ ვადაში, ნაადრევად შეუწყდებათ შრომითი ხელშკრულება. ყველა მათგანს, დამატებით 2 თვის ვადით შევუნარჩუნებთ ჯანმრთელობის დაზღვევას, რომ შეძლებისდაგვარად, შევამციროთ ნეგატიური გავლენა მათ კეთილდღეობაზე.
როგორც ჩვენი წინა საკომუნიკაციო ღონისძიებებიდან ჩანს, ჩვენ შევასრულეთ ყველა მოთხოვნა, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით.
ბუნებრივია, გავაგრძელებთ დიალოგს საქართველოს მთავრობასთან, რომ განვსაზღვროთ, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით, რათა ჩვენი საქმიანობა განვაახლოთ მცირე მასშტაბით და მივცეთ საშუალება ჩვენს თანამშრომლებს მიიღონ შემოსავალი. “_ დაპოსტა ევოლუსენის წარმომადგენელმა, ჯეიკობ კლაესონმა.

კომენტარი გააკეთა ევოლუშენის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმაც:

” საქმე ის კიარაა რამდენად კანონიერია ეს ყველაფერი, არამედ ამდენი ადამიანის სამუშაოს გარეშე და უშემოსავლოდ დატოვება მძიმე ეკონომიკურ პირობებში”

loading...

პოპულარული

პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დაწერე კომენტარი