“დღისით – მზისით შვილი ჩიტივით მომიკლეს. არც კი ვიცი, მკვლელს საერთოდ თუ ეძებენ”

ამ დღეებში, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა საცხოვრებელ კორპუსთან ჩაცხრილეს. გარდაცვლილი 1988 წელს დაბადებული ხალილ მამოევია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა. მკვლელობა დღის 3 საათზე, ეზოში მოთამაშე პატარების თვალწინ მოხდა, რის გამოც ამ უკანასკნელთ ფსიქოლოგების დახმარება სჭირდებათ.

მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დამნაშავე დაკავებული არ არის. ხალილ მამოევის მამა, თეიმურაზ მამოევი კი პოლიციას შვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას

აკისრებს და დამნაშავის სასწრაფოდ დაკავებას სთხოვს.

თეიმურაზ მამოევი:
– შვილი ჩიტივით მომიკლეს. არც კი ვიცი, მკვლელს საერთოდ თუ ეძებენ, მე ამას არავინ მეუბნება. ხალხი მელაპარაკება, – იცოცხლე და გამაგრდი, ხალილს შვილი დარჩა და იმას დაეხმარეო, მაგრამ მე მარტო ჩემი შვილი მინდა ცოცხალი მყავდეს!
რატომ მოკლეს

ან მისი მკვლელი ასე როგორ გაქრა, რომ პოლიცია მის კვალს ვერ აგნებს?!
კაცი დღისით, მთელი კორპუსის თვალწინ მოკლეს, ნუთუ ამხელა კორპუსში მკვლელების მანქანა ერთმა კაცმა მაინც ვერ შენიშნა?! აუცილებლად შენიშნავდა, წესიერად რომ იძიებდნენ, აქამდე მკვლელი უნდა დაეჭირათ. მკვლელი თავისუფლად დადის ქვეყანაში, ის სხვასაც ისე შეუბრალებლად მოექცევა, როგორც ჩემი შვილი გაიმეტა. 

იხილეთ სრულად 

loading…

პოპულარული

“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
ორსული მეგან მარკლის „უხერხულად შიშველი“ ფოტოები - ჰერცოგიანიამ სამეფო ეტიკეტი დაარღვია (ფოტოები)
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
"ფრთხილად!!! "ლურჯი ვეშაპის" მენტორები უკვე ქართულად საუბრობენ, თამაში იღებს ფართო მასშტაბებს - ყურადღება არ მოადუნოთ, ბავშვები შიშის გამო ნებდებიან"
დაწერე კომენტარი