დღეს14:30 საათზე ,,რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია თბილისის პარლამენტთან

,,მოვითხოვოთ სამართიანობა და თავისუფლება! მხარი დავუჭიროთ რუსთავი 2-ს!“ – აქცია ამ სლოგანით დღეს, 14:30 საათზე, რუსთაველის გამზირზე ძველი პარლამენტის წინ იმართება, რომლის ორგანიზატორიცაა სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ი.

cyc

აქციას პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები და საზოგადოების რიგითი წევრები უერთდებიან.

სამართიანობისა და მედიის თავისუფლებისკენ იყო მიმართული ,,რუსთავი 2“-ის მიერ მაუწყებლობის საპროტესტო რეჟიმზე გადასვლა, რომელის არხის გათიშვით გამოიხატა. ,,რუსთვი 2-ის სახელით ვაკეთებ მნიშვნელოვან განცხადებას. ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი, ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, თუმცა ჩვენ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს, ჩვენი დუმილით შევეცდებით ჩვენი ხმა მოგაწოდოთ ყველას, დღეიდან ამ წუთიდან რუსთვი 2 გადადის სპროტესტო რეჟიმზე. ყველას გეპატიჟებით კვირას საპრტესტო აქციაზე!“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიის სახელით.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს განცხადებები და პოლიტიკური პარტიების ,,საკოორდინაციო საბჭო“, ხვალ 13:30 საათზე, ვარდების მოედანზე შეიკრიბება და ძველი პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით აქციას შეუერთდება.

„მითხარით ერთი ინსტიტუტი, ერთი მიმართულება, რომელიც არ კონტროლდება მილიარდერი ადამიანის მიერ, გარდა რუსთავი 2-ისა. ამიტომ, ეს მძლავრი ტელეკომპანია, რომელიც არის ღია ნებისმიერი მოქალაქისთვის ჩვენს ქვეყანაში, რომ ისაუბროს იმ საკითხზე რომელიც არის აქტუალური უნდა დავიცვათ,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

,,იმიტომ, რომ არხი განსხვავებული აზრის მატარებელი ტელევიზია საზოგადოებამ ის უნდა დაიცვას, რადგან ხვალ შეიძლება ისეთ ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეთ, რომ გვქონდეს მხოლოდ ერთ ხმაში მომღერალი “ვრემია” და განსხვავებული აზრი ტელეეთერებიდან არ ისმოდეს” – აღნიშნა ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

,,რუსთავი 2-ის ეშინიათ უნამუსო ჩინოვნიკებს, რომლებიც ბოლო 4 წელია ძარცვავენ და დასცინიან საქართველოს. რუსთავი 2-ს გაჩუმება უნდათ იმათ, ვინც იპარავს ბიუჯეტიდან ფულს, ქრთამების იღებს და დაგვცინის ჩვენ და ჩვენ შვილებს. რუსთავი 2 წლების განმავლობაში ყველა საქართველოს მოქალაქეს გვიცავდა. მოვიდა დრო, რომ ჩვენც დავიცვათ რუსთავი 2“ – წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან საზოგადოებისთვის ცნობილი ჟურნალისტები და კულტურის მოღვაწეები.

,,არავინ იცის, ვის როდის დაუდგება დრო, როცა დასჭირდება საკუთარი კრიტიკული ან საპროტესტო აზრის გაჟღერება და მერე, უბრალოდ, სივრცეს და მიკროფონს ვეღარ იპოვით, ვინც თქვენს სათქმელს გააშუქებს. მარადიული არაფერია, ხვალ შეიძლება სხვა პოზიციაზე აღმოჩნდეთ და უცებ, ვერავის იპოვით ვისაც განსხვავებულის გაშუქება შეეძლება. ნუ გიხარიათ!!! დამიჯერეთ!!! ვიცი,რასაც ვწერ!“ – წერს ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია.

„ყველა ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად კვირას! ერთად ყველაფერს შევძლებთ“- წერს ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში და ფბ.მეგობრებს ქვეყანაში არსებულ უსამართლობასთან საბრძოლველას ხალხს ერთად დგომისკენ მოუწოდებს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი