“დღეს საფრანგეთმა საბოლოოდ დაადასტურა რომ ადამიანს, რომელსაც მე-3 სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს საქართველოში და ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს, სავსებით ჯანმრთელია!“ – ნუგზარ სულაშვილი

ნუგზარ-სულაშვილი

ნუგზარ (სულა) სულაშვილი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში მუშაობს, სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ “დღეს საფრანგეთმა  საბოლოოდ დაადასტურა რომ ადამიანს, რომელსაც მე-3 სტადიის სიმსივნე ჰქონდა და ქიმიოთერაპიის კურსი უნდა ჩაეტარებინათ საქართველოში, სავსებით ჯანმრთელია”.

როგორც სულაშვილი წერს, პაციენტისგან უკვე აქვს თანხმობა, რომ უახლოეს მომავალში ექიმის ვინაობა გაასაჯაროვოს.

“არა, შეიძლება შეცდე და გამოთქვა ეჭვი, რომ პაციენტს აქვს სიმსივნე, მაგრამ 21 საუკუნეში, როდესაც არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობები გამოსაკვლევად და მაინც სვავ მე-3 სტადიის დიაგნოზს, სასწრაფოდ ნიშნავ ქიმიოთერაპიის კურსს და პაციენტს ახდევინებ რამდენიმე ათას ლარს, სად ჯანდაბაში არის შენი ჰიპოკრატეს ფიცი?

დღეს საფრანგეთმა საბოლოოდ დაადასტურა რომ ადამიანს, რომელსაც მე-3 სტადიის სიმსივნე ჰქონდა და ქიმიოთერაპიის კურსი უნდა ჩაეტარებინათ საქართველოში, სავსებით ჯანმრთელია.

მე ვთხოვე პაციენტს, ნება მოეცა ჩემთვის ამ თემაზე მომემზადებინა პუბლიკაცია და ის თანახმაა გავასაჯაროვო როგორც მისი, ასევე სამედიცინო დაწესებულების და ექიმის ვინაობა. ასე რომ ახლო მომავალში დეტალურად მოგიყვებით, თუ რამდენი მსგავსი შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული და როგორ კლავენ ცოცხლად, უმძიმესი დიაგნოზით, ჯანმრთელ ადამიანებს საქართველოში.

ერთი წუთით თუ გიფიქრია შე მამაცხონებულო, რა დაემართებოდა ადამიანს ქიმიოთერაპიის მიღების შემდეგ? ან რა სტრესი გადაიტანა პაციენტმა და მისმა ოჯახმა ამ დიაგნოზისთვის ?”- წერს ნუგზარ სულაშვილი.

დაწერე კომენტარი