„დღეს პატრიარქს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ“ – ვანო მერაბიშვილი 

ვანო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, დღეს ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ.

უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა“, – წერს ვანო მერაბიშვილი „ფეისბუქში“.

დაწერე კომენტარი