დღეს თბილისში 13 ათასი კოლოფი “ტამიფლუ” ჩამოიტანეს

პრეპარატ ტამიფლუს უფასოდ გაცემა მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეიდან იწყება. ანტივირუსული მედიკამენტის ახალი მარაგი დაავადებათა კონტროლის ცენტრშიცოტა ხნის წინ მიიტანეს, საიდანაც ტამიფლუ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და აფთიაქებში გადანაწილდება.

პრეპარატის მიღებას პაციენტები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, სპეციალური მიმართვის საფუძველზე მიიღებენ.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, თქმით, 13 ათასი კოლოფი ტამიფლუ ჩამოიტანეს. მისი განცხადებით, თბილისში აფთიაქების საშუალებით წამლის გაცემა დღეს, საღამოს 8-9 საათიდან დაიწყება, ხოლო ხვალ 12 საათიდან რეგიონებში.

მხოლოდ გუშინ H1N1-ის ვირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ე.წ. ღორის გრიპს სამი ადამიანი ემსხვერპლა. 

მიუხედავად ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ირწმუნებიან, რომ H1N1-ით დაინფიცირების შემთხვევები იანვარში შემცირებულია. სპეციალისტების მტკიცებით, ქვეყანაში არც ეპიდემიის საფრთხე არსებობს.

ე.წ. ღორის გრიპის ახალ ტალღას ექიმები თებერვალში ელოდებიან.

კურიერი

პოპულარული

შოკისმომგვრელი ფაქტი - 13 წლის დები ძმისგან დაორსულდნენ, დედამ იცოდა და ბიჭს ხელს აფარებდა
გინესის რეკორდსმენი, ყველა დროის ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი ჟიზელი 39 წლის გახდა(ფოტოები)
"გაოგნებული ვუყურებდი, როგორ რისკავდი იმიჯით, შვილებით, ცოლით, სიცოცხლით...თავს საშინლად ვგრძნობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ აქედან დამარცხებული გახვედი და არა ეროსივით მკვდარი" - მაიკო ლომიძე
"ქიბარ ხალვაში "რუსთავი2-ში" იყო შემთხვევით და ფორმალურად" - ბიძინა ივანიშვილის აღიარება (ვიდეო)
დაწერე კომენტარი