დღეს, აფხაზური არმია მზადაა ნებისმიერ აგრესორს გაუწიოს წინააღმდეგობა – ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის მინისტრი

ოკუპირებული აფხაზეთში დეფაქტო თავდაცვის სამინისტროს შექმნის 25-ე წლისთავი „აღნიშნეს“.

თავის სიტყვაში, დეფაქტო თავდაცვის მინისტრმა მირაბ ქიშმარიამ ე.წ. შეიარაღებულ ძალებზე და „სტრატეგიულ პარტნიორთან“ რუსეთთან მჭიდრო „თანამშრომლობაზე“ ისაუბრა.

„დღეს, აფხაზური არმია მზადაა წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერ აგრესორს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიჭრება“ – განაცხადა ქიშმარიამ.

loading…
loading…
გააკეთე კომენტარი!