დღეიდან ის მძღოლები დაჯარიმდებიან, რომელთა ავტომობილებსაც ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ

დღეიდან ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ. უწყების ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ. 

შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 441 ვიდეოკამერა უკვე დაამონტაჟა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული.

პოპულარული

"დამექცა სამყარო თავზე, ვაი,ამნაირ ჩამოსვლას და ამნაირ სიცოცხლეს ნია" - თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის დედა
"როგორ შეგეძლო ეს...ჩემს სკვინჩას ყვავილების კალათა მოპარე, გულზე ფეხი დაადგი და მე,დედას,დილით მხვდება ნაფეხური შვილის საფლავზე" - ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის გოგოს დედა
შემზარავი ვიდეო - "მოდელი ანა რეხვიაშვილი, აქეზებს არასრულწლოვანს იძალადოს ცხოველზე"
როგორ მღერის 6 წლის ნია, რომელიც თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა - ემოციური ვიდეო
დაწერე კომენტარი