დღევანდელი პროცესი ყველასათვის დამანგრეველია – წულუკიანი მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე მხარეებს მსჯელობას სთავაზობს

თეა წულუკიანი

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა – იუსტიციის მინისტრი ყველა დაინტერესებულ პირს, პოლიტიკოსებს, მოსამართლეებს თუ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, მოუწოდებს გააგრძელონ შეხვედრები სამუშაო ჯგუფში, რათა გაიწეროს ის კრიტერიუმები, რომელიც უვადოდ დასანიშნმა მოსამართლეებმა უნდა დააკმაყოფილონ.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესი დამაზიანებელია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც.

“სახეზეა კომპლექსური და მწვავე პროცესი, სადაც იკვეთება არაერთი არამედ მრავალი პროფესიული და პოლიტიკური ინტერესი და გამოსავალი თითქოს არ ჩანს, მაგრამ გამოსავალს მე მაინც ვხედავ იმაში, რომ ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ეს დეპუტატი უმრავლესობიდან, ოპოზიციიდან, მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრი საბჭოსი, მოსამართლეები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ყველა დასხდეს მაგიდასთან იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლის წევრიც ჩვენც გახლავართ და ვისაუბროთ, იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც ბოლო დღეებია აღარავინ ახსენებს და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავაბრუნოთ ეს პროცესი უფრო ჯანსაღ ტალღაზე. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღევანდელი პროცესი რასაც ვუყურებ ვფიქრობ ყველასათვის დამანგრეველია,”-აცხადებს წულუკიანი.

loading…

პოპულარული

"მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა... დიდი ხანი ვდუმდი ამაზე"
მუქარა ივანიშვილის სახელით - რა შეუთვალა ოლიგარქმა "ოცნების" დეპუტატებს კობახიძის პირით (ვიდეო)
პატიმარი ცოცხით - მსჯავრდებული, რომლის ვიდეომ "ოცნება" ხელისუფლებაში მოიყვანა დუმილს არღვევს და ლადო ბედუკაძეს ადანაშაულებს (ვიდეო)
"მაძლებინებს ჩემი მოკლული შვილი რომელიც არაკაცებმა დაჩეხეს თავისი მეგობრების და მეგობრობის გულისთვის"- ზაზა სარალიძის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი