“დრო აღარ არის, ხალხი დაიხოცა შიმშილით…” – მერაბ სეფაშვილის მიმართვა

მერაბ სეფაშვილი

მომღერალი მერაბ სეფაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “რით იარსებოს ხალხმა? აზრზე მოდით ძალიან სწრაფად, დრო აღარ გვაქვს“.

მომღერალი “ფორტუნასთან” აცხადებს, რომ არაფრის წინაპირობა არ ჩანს, რომ რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება. მისი თქმით, ზაფხულის შემდეგ კონცერტი არ ჰქონია, არდა, როგორც თავად განმარტავს, სწორედ ამ შემოსავალზეა დამოკიდებული:

დრო აღარ არის, ხალხი დაიხოცა შიმშილით. ჩვენს სფეროზე აღარაფერს ვამბობ…

 მე პირადად, სახელმწიფომ დახმარება რომც გამიწიოს, არ ავიღებ. ეგეთი დახმარება რად მინდა. მარტო ხომ არ ვარ ამ ქვეყანაში?! მთლიანად ქვეყანაზეა ლაპარაკი. არ მგონია, რომ ხელისუფლებამ ინდივიდუალურად უნდა გაუწიოს ვინმეს დახმარება, ზოგადად, გეგმა უნდა არსებობდეს. არ მგონია, ვინმე დალხინებული იყოს. ახლა ვამბობ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის აზრს. არა იმის, ვინც მუშაობს, არამედ 80%-ს ვგულისხმობ, ვინც არ მუშაობს, მათ შორის, მეც. არ მეთანხმებით? ვინც არ მეთანხმება, ალბათ, თბილად არის…

მუდმივად მიდის საუბარი იმაზე, ვინ შევა პარლამენტში და ვინ გამოვა. როდემდე ვუყუროთ ამ თამაშს? საუბარია იმაზე, ხალხმა როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება. სახელმწიფოსგან არანაირი კრინტი ამ თემაზე არ ისმის. ყველა ეძებს გამოსავალს…”

დაწერე კომენტარი