“დროა, ბავშვებს ავუხსნათ, რომ სექსი ადამიანის ერთ-ერთი ძირეული მოთხოვნილებაა, როგორც კვება და ძილი”- ტორესა მოსი

წე­რა­ლი ტო­რე­სა მოსი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე სო­ფელ ნა­ტა­ნებ­ში შან­ტა­ჟის გამო 16 წლის გო­გო­ნას თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა:

“დროა, ბავ­შვებს ავუხ­სნათ, რომ სექ­სი ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთი ძი­რე­უ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა, რო­გორც კვე­ბა და ძილი, რომ სექსში არა­ფე­რია სა­სირ­ცხვი­ლო და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი და მათი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა, ნო­ტა­რი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი და სა­მუ­და­მო ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი, რომ სექ­სი ურ­თი­ერ­თო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია და ზუს­ტად ისე­ვე ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ შე­ე­წყო ადა­მი­ანს სექ­სუ­ა­ლუ­რად, რო­გორც ხა­სი­ა­თით, ამი­ტომ სა­ნამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ, ვის­თან გსურს გა­ა­ტა­რო დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა და ვინ­მეს სა­მუ­და­მო ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი და­უ­დო, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ი­გო, რო­გორც თქვე­ნი მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი თან­ხვედ­რა, ისე სექ­სუ­ა­ლუ­რი თან­ხვედ­რა, რად­გან ამის გა­რე­შე თა­ნა­ცხოვ­რე­ბა იქ­ცე­ვა ჯო­ჯო­ხე­თად და ძა­ლა­დო­ბად.

დროა ბავ­შვებს ავუხ­სნათ, რომ სექ­სი არაა და­საძ­რა­ხი, და­საძ­რა­ხი დე­და­მო**აა, შან­ტა­ჟი, ძა­ლა­დო­ბა და სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ჯა­როდ გა­მო­ფე­ნა. დროა ბავ­შვებს ავუხ­სნათ, რომ ჩვენ მათ არ გან­ვსჯით მათი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გამო და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმათ და­სას­ჯე­ლად, ვინც გა­ბე­დავს და მათ და­შან­ტა­ჟე­ბას და მათ­ზე ძა­ლა­დო­ბას ცდის. ყვე­ლას დე**ან, ვინც ჩემ შვილს მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გამო დაძ­რა­ხავს. საკ­მა­რი­სია ის ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მე­ლიც ჩვენ მოგ­ვი­წყეს, საკ­მა­რი­სია, რაც ჩვენ ვი­ტან­ჯეთ სექ­სი­სად­მი ამ მა­ხინ­ჯი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო.

მე არ მჯე­რა, რომ ღმერ­თი ოდეს­მე იმის გამო გაგ­ვა­სა­მარ­თლებს, რომ ვი­ღა­ცას­თან ვი­წე­ქით. არ მჯე­რა, რომ ღმერ­თი იმ ინ­სტინ­ქტე­ბის გამო დაგ­ვსჯის, რაც თა­ვად მოგ­ვცა. არ მჯე­რა მე ასე­თი ღმერ­თის, რო­მე­ლიც ჩა­საფ­რე­ბუ­ლი მით­ვალ­თვა­ლებს ვის­თან, სად, რო­დის და რო­გორ მექ­ნე­ბა სექ­სი და მერე ხაზს გა­და­უს­ვამს ყვე­ლა­ფერს, რაც ცხოვ­რე­ბა­ში მი­კე­თე­ბია და ჯო­ჯო­ხე­თის­თვის გამ­წი­რავს. არ შე­იძ­ლე­ბა გჯე­რო­დეს, რომ არ­სე­ბობს სრულ­ყო­ფი­ლი გონი და ამავდრო­უ­ლად ფიქ­რობ­დე, რომ ეს სრულ­ყო­ფი­ლი გონი ასე­თი მეწვრილ­მა­ნე და შე­ზღუ­დუ­ლია. ნუთუ ასე რთუ­ლი და­სა­ნა­ხია, რომ სექ­სი­სად­მი ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და ბრიყ­ვუ­ლი ტაბუ, და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი და გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი გო­ნე­ბის ნა­ყო­ფია და არა რა­ი­მე სრულ­ყო­ფი­ლი გო­ნის. დროა ეს სი­გი­ჟე დას­რულ­დეს და და­ვი­წყოთ ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა და სა­კუ­თარ შვი­ლებს ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად არ ვუქ­ცი­ოთ. და თუ ვინ­მე მარ­თლა მოხ­ვდე­ბა ჯო­ჯო­ხეთ­ში, ღრმად მწამს, რომ პირ­ვე­ლე­ბი ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან, ვინც ღმერ­თის სა­ხე­ლით სხვა ადა­მი­ა­ნებს ამ ქვეყ­ნად ცხოვ­რე­ბას უქ­ცევს ჯო­ჯო­ხე­თად. ასე­თია ჩემი რწმე­ნა”.

loading…

პოპულარული

„ოჯახი ნიკოლოზს 10 წელი ელოდა... უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა"- მეზობლები ფონიჭალაში გარდაცვლილ დედა-შვილზე უცრემლოდ ვერ საუბრობენ
„პირს არ გაღებინებენ... საკუთარი თავი არ გეცოდებათ?..“ - სააკაშვილის ვიდეომიმართვა ზურაბიშვილს
მალხაზ მაჩალიკაშვილს ბაზარში პროვოკაციას უწყობდნენ - „ეს ხალხი რო არ გამეშიფრა, იყო მცდელობა ჩვენთვის რაღაცა დაებრალებინათ. სუსის თანაშრომლებო, არ გაძეხით ტამერლანის სისხლით“
„თბილისობაზე“ დახარჯული მილიონ 300 ლარი - თანხა, რომლითაც ორი უფასო სასადილო და შშმ ბავშვები დაფინანსდებოდა
თბილისში გზის ნაწილი ჩაინგრა და ავტობუსი ჩავარდა
ფონიჭალაში დედა-შვილის დაღუპვაზე საუბრისას კახა კალაძემ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)
"მთელი ბავშვობა სიცრუეში გვაცხოვრეს"- "ქუჩის ბიჭების" და ნინი ქარსელაძის შესრულებულმა სიმღერამ უკმაყოფილება გამოიწვია (ვიდეო)
საგანგებო სამსახური ნანგრევებში მოყოლილი გარდაცვლილი ქალის პოვნის კადრებს ავრცელებს
„თეა წულუკიანი! შეაჩერეთ ეს ქალი!.. როგორ ბედავს?!“ - თაკო ჩარკვიანი
დაწერე კომენტარი