დონალდ ტრამპი, აშშ-ში Tik Tok-ის აკრძალვის განკარგულებას, ხელს დღეს მოაწერს

ტიკ ტოკ

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, აპირებს ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომლის მიხედვით ქვეყანაში ჩინური აპლიკაცია TikTok აიკრძალება. ის ამ გადაწყვეტილებას პირადი ინფორმაციის დაცვის სურვილით ხსნის.

„რაც შეეხება TikTok-ს, ჩვენ მას ვკრძალავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში… დოკუმენტს ხელს ხვალ მოვაწერ“, – უთხრა ჟურნალისტებს ტრამპმა გუშინ, 31 ივლისს.

TikTok-ის აკრძალვა ტრამპის ადმინისტრაციის საბოლოო ნაბიჯი იქნება გლობალური ტექნოლოგიების კუთხით ჩინეთის გავლენების შეზღუდვის მიმართულებით. TikTok მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. ბოლო მონაცემებით, ის 2 მილიარდზე მეტჯერ ჩამოტვირთეს, კონკრეტულად აშშ-ში კი 165 მილიონჯერ.

დაწერე კომენტარი