დონალდ ტრამპის პირველი ასი დღის არასრული გეგმა

იმიგრაციის პოლიტიკა: დაიწყო ქვეყნიდან ორ მილიონზე მეტი არალეგალი კრიმინალის გაშვება და ვიზის გაცემის შეწყვეტა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მათ უკან არ მიიღებენ. შეერთებულ შტატებში შესვლის მსურველთა გამკაცრებული საკონტროლო დათვალიერება. ვიზის წესების რეფორმირება – ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმების გაზრდა, რათა სამუშაო ადგილები შეხვდეთ პირველ რიგში ამერიკელებს. ცნობილი “კედლის მშენებლობა” მექსიკის საზღვართან.

cyc

ვაჭრობის პოლიტიკა: NAFTA-სთან ხელშეკრულების გადახედვა ან საერთოდ დატოვება. ტრანსპასიფიკური პარტნიორობიდან გამოსვლა. ჩინეთისთვის ვალუტის მანიპულატორის იარლიყის მიკერება. გამოაშკარავება და დასრულება უცხოური ვაჭრობის ბოროტად გამოყენებისა. ტარიფების გამოქვეყნება ოფშორინგის მოშლისთვის.

ენერგეტიკა და კლიმატი: ევროკავშირისათვის მილიარდების გამოყოფა კლიმატის ცვლილების პროექტებისთვის და ამის მაგივრად ამერიკაში წყლისა და ინფრასტუქტურის მოგვარება.

ეკონომიკური პოლიტიკა: გადასახადების 35%-ით შემცირება საშუალო კლასის ოჯახებისთვის, რომელთაც ორი შვილი ჰყავთ. გადასახადების კატეგორიების შემცირება შვიდიდან სამამდე. ბიზნესის გადასახადის 30%-დან 15%-მდე შემცირება. ამერიკული კორპორაციებისთვის რეპატრაციის უფლების მიცემა 10%-იანი ტარიფით.

განათლება: სასწავლო დაწესებულების არჩევის უფლება. ორ და ოთხ წლიანი კოლეჯების მეტად ხელმისაწვდმობა.

ჯანდაცვა: ობამას ჯანდაცვის სისტემის მთლიანად შეცვლა. ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა შტატის საზღვრებს გარეთ. ვეტერანებისათვის განსაკუთრებული შეღავათები.

უსაფრთხოება: სპეციალური ჯგუფების შექმნა ძალადობრივი დანაშაულისთვის. დაფინანსების გაზრდა პროგრამებისთვის, რომლებიც აუმჯობესებს ადგილობრივ პოლიციას. კიბერ შეტევებისგან თავდაცვის გაძლიერებული მექანიზმი.

 

წყარო: http://www.track-trump.com/

რეკლამა

დაწერე კომენტარი