დონალდ ტრამპისა და მერილ სტრიპის დაპირისპირება

აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უკან ხვდება მერილ სტრიპის კრიტიკა, როდესაც ის ცხოვრებისეული მიღწევებისთვის იღებს ჯილდოს ოქროს გლობუსზე. ტრამპი ტვიტერზე წერს: ” მერილ სტრიპი არის ერთ-ერთი ზედმეტად ნაქები მსახიობი ჰოლივუდში, ის არ მიცნობს მაგრამ დამესხა თავს წინა ღამეს ოქროს გლობუსზე. ის არის ჰილარი ფლანკი, რომელმაც დაკარგა დიდი.” დაამატა ბატონმა ტრამპმა სამი ოსკარის მფლობელ მსახიობზე. სტრიპმა ტრამპი მოიხსენია გლობუსის მიღებისას თავის სიტყვაში: “ამან რაღაცნაირად გული გამიტეხა.” უთხრა სტრიპმა ოქროს გლობუსის აუდიტორიას ბევერლი-ჰილზში კვირას, როგორც კი აიღო სესილ.ბ დემილის ჯილდო: ” როდესაც ძალაუფლება გამოიყენება სხვების დასაშინებლად ჩვენ ყველა ვაგებთ. თქვენ და ყველა ჩვენგანი ამ ოთახში  ახლა ვეკუთვნით ყველაზე “ნაძაგებ” სეგმენტებს ამერიკულ საზოგადოებაში.” ბატონი ტრამპის დასახელების გარეშე სტრიპმა თქვა: “ერთი გამოსვლისას დავრჩი თავზარდაცემული,როდესაც მან დასცინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჟურნალისტს კამპანიის წარდგენის დროს. ახლაც ვერ ვიგდებ ამ მომენტს თავიდან ეს იყო საშინელება მაგრამ ეფექტური, ხალხმა გაიცინა.” სტრიპი გულისხმობს 2015 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო კამპანიის გამართულ აქციას, სადაც ტრამპმა გაიქნია ხელი მისი სხეულის წინ და დასცინა სერჯ კოვალევსკის. ბატონმა ტრამპმა, რომლის ინაუგურაციამდე ორ კვირაზე  ნაკლებია დარჩენილი, ტვიტერზე დაწერა: “მეასეჯერ ვამბობ, მე არასოდეს დამიცინია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჟურნალისტისთვის მაგრამ უბრალოდ ვაჩვენე მისი “მლიქვნელობა,” როდესაც მან შეცვალა 16 წლის ძველი ამბავი, რათა გამოვეჩინე ცუდი. უბრალოდ უფრო მეტი ძალიან არაკეთილსინდისიერი მედია!” სტრიპი ასევე შეეხო იმიგრაციის თემას, ბევრის მიერ ითვლება, რომ ბატონ ტრამპს აქვს კომპრომისების მოწინააღმდეგის პოზიცია იმიგრაციის პოლიტიკაზე. მსახიობმა განუცხადა აუდიტორიას: ” ჰოლივუდი ვითარდება უცხო პირებითა და უცხოელებით და შენ თუ გააგდებ ყველას, შენ საყურებლად არაფერი გექნება გარდა ფეხბურთისა და შერეული საბრძოლო ხელოვნების,რომელიც არ არის ხელოვნება.” ფოტოზე  მერილ სტრიპი გამოწყობილია, როგორც დონალდ ტრამპი გალა ნიუ-იორკში, 2016 წლის ივნისში.
_89914494_1c5663b3-4237-417b-b6b7-b37be517ddc6-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9a%e1%83%98

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი