დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგონა სახლის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის მოზარდი სახლის სახურავიდან გადმოვარდა.

გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლის სახურავზე თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი გადმოვარდა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაწერე კომენტარი