დოდო ერთი წუთითაც არ ივლებს თავში, რომ მისი შვილი გარდაცვლილია – ადვოკატი

დოდო გუგეშაშვილმა, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ჯერ კიდევ არ იცის შვილის გარდაცვალების ამბავი.

შავი ჩაი ასკილით

იგი გამოძიებამ გუშინ პირველად დაკითხა. მძიმედ დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი გამომძიებლებს ჩვენებას 5 საათის განმავლობაში აძლევდა.

ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, სავარაუდოდ, დაგეგმილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.

როგორც გუგეშაშვილების ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, დოდო გუგეშაშვილის აზრით, დამნაშავე არა მისი შვილის, არამედ მის მკვლელობას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა.

“ორი ადამიანი, რომელიც დაელაპარაკა, საერთო ნაცნობები დაუსახელა და რაღაც საერთო საქმე შესთავაზა, რომელიც 3-4 თვის შუალედით ხვდებოდა და ესაუბრებოდა, ეს არ არის ნდობაში შესვლა, ეს არის ჩვეულებრივი ნაცნობობა. იყო მიზანი, რომ მასთან ნაცნობობა დაემყარებინა, რომ მისი მოკვლის საშუალება ჰქონოდა. დოდო არ ფიქრობს და ერთი წუთითაც არ ივლებს თავში, რომ მისი შვილი გარდაცვლილია. სამწუხაროდ, დღეს ან ხვალ ეტყვიან და დიდი შოკი მოელის”, – განაცხადა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა.

loading…

პოპულარული

შანტაჟი სექსუალური ფოტო-ვიდეოებით - ოზურგეთში, 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა
"ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუს გარდაცვალებაზე
"თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო...რა ხდება მაშინ?! მოძღვრები ჟანდარმები არა, სულიერი მამები უნდა იყვნენ" - პეტრე კოლხი
ძლიერი სეტყვა, დატბორილი სახლები და განადგურებული ვენახები კახეთში - სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი