დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობა გახსნილია – ვინ არის პირი, რომელიც შსს-მ დააკავა

დოდო გუგეშაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს – გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოების და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს თბილისში, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა საბანაძემ.

loading...

პოპულარული

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები კირბალში არ შეუვეს - "ხელისუფლება ოკუპანტებისთვის კომფორტის ზონის შექმნას ცდილობს"
"მოზარდებმა გაქცევა მოახერხეს..." - ოკუპანტების მიერ გატცებული 16 წლის ბიჭის დედა "ნიუპოსტთან" დეტალებს ჰყვება
ოკუპანტებმა სოფელ კარბალადან 17 წლის ალეკო შიუკაშვილი გაიტაცეს
ჯანდაცვის მინისტრის ხელმოწერილი სკანდალური დოკუმენტი - "მთავარის" ინფორმაციით რეისი, რომლითაც ჩინეთიდან ქართველების ევაკუაცია მოხდა გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო (ვიდეო)
პირველი გამაოგნებელი კადრები საჩხერის სასტუმროდან, სადაც ჩინეთიდან ევაკუირებულები იმყოფებიან - რა პირობებში უწევს ყოფა 34 ადამიანს
კვირაში სამი ან მეტი კვერცხის ჭამა გულის დაავადებათა რისკს ზრდის - ახალი კვლევა
პირველი გამაოგნებელი კადრები საჩხერის სასტუმროდან, სადაც ჩინეთიდან ევაკუირებულები იმყოფებიან - რა პირობებში უწევს ყოფა 34 ადამიანს
„გუშინ ნაციონალებმა იტალიაში კონცერტი ჩამიშალეს“ - თემურ თათარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის ხელმოწერილი სკანდალური დოკუმენტი - "მთავარის" ინფორმაციით რეისი, რომლითაც ჩინეთიდან ქართველების ევაკუაცია მოხდა გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო (ვიდეო)
დაწერე კომენტარი