“დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული არ უნახავს და არ ამოუცნია” – ახალი დეტალებია რეზონანული მკვლელობის ირგვლივ

დოდო გუგეშაშვილი

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს ბრალი წარედგინა.

გამომძიებელი ანზორ ჟამერაშვილი ამბობს, რომ დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლოს კოდექსის 109-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით წარედგინა.

ბრალდების მხარის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზაზა მურჯიკნელი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მასალების გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს პოზიციას.

თავიოს მხრივ ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი გიგა ბოგვერაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დოდო გუგეშაშვილს და მის ოჯახს არ იცნობს.

„არც ერთ ბრალდებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს, ყოველგვარ შემხებლობას საქმესთან უარყოფს, ჩვენ დღემდე, ამ დრომდე არ გადმოვცემია საქმის მასალები და მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ ნათელი გახდება, თუ რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ რამე პირდაპირი მტკიცებულების მსგავსი ჰქონდეს. ამოცნობა არ ჩატარებულა, თუმცა ის დოდო გუგეშაშვილს და მის ოჯახს არ იცნობს და მათ არ შეხვედრია”, – განაცხადა ადვოკატმა გიგა ბოგვერაძემ.

კომენტარი გააკეთა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა, რომელიც გუგეშაშვილის ინტერესებს იცავს. მისი თქმით, თადარიგის პოლკოვნიკს ​მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებული პირი არ უნახავს და არ ამოუცნია.

„ქალბატონ დოდოს არ უნახავს ეს პიროვნება და ჯერჯერობით ჩვენთვის საქმის მასალებიც არ გაუცვნიათ. გვითხრეს, რომ დაახლოებით ორშაბათს გაგვაცნობენ მასალებს. ამ ეტაპზე, არ შეგვიძლია ვთქვათ, დოდო გუგეშაშვილი სახეზე იცნობს თუ არა, რადგან ისედაც ბუნდოვნად ახსოვდა. ახლა რომ ნახავს, გავიგებთ, საერთოდ შეუძლია თუ არა ამოცნობა. ამ ადამიანის სახელი და გვარი დოდო გუგეშაშვილს არაფერს ეუბნება. მე უფრო მეუბნება ეს გვარ-სახელი რამეს, რადგან მუხროვანის ამბოხის საქმეში კობა კობალაძეს ვიცავდი, 41 პირი იყო და ერთ-ერთი ეს გახლდათ. დოდო გუგეშაშვილი ამბობს, რომ პირი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, გაეცნო სახელით ზურა და არა ზაზა.- აცხადებს ადვოკატი.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, პირი, ვინც მკვლელობა ჩაიდინა, დოდო გუგეშაშვილს რამდენჯერმე შეხვდა.

წყარო: ნიუპოსტი

loading...

პოპულარული

"მოზარდებმა გაქცევა მოახერხეს..." - ოკუპანტების მიერ გატცებული 16 წლის ბიჭის დედა "ნიუპოსტთან" დეტალებს ჰყვება
ოკუპანტებმა სოფელ კარბალადან 17 წლის ალეკო შიუკაშვილი გაიტაცეს
ჯანდაცვის მინისტრის ხელმოწერილი სკანდალური დოკუმენტი - "მთავარის" ინფორმაციით რეისი, რომლითაც ჩინეთიდან ქართველების ევაკუაცია მოხდა გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო (ვიდეო)
პირველი გამაოგნებელი კადრები საჩხერის სასტუმროდან, სადაც ჩინეთიდან ევაკუირებულები იმყოფებიან - რა პირობებში უწევს ყოფა 34 ადამიანს
"როცა საქმე ეხება პროპორციულ და სამართლიან არჩევნებს, საუბარი რაღაც 100/50-ზე და ციფრებზე უადგილოა" - ბაჩუქი ქარდავა (ვიდეო)
კვირაში სამი ან მეტი კვერცხის ჭამა გულის დაავადებათა რისკს ზრდის - ახალი კვლევა
პირველი გამაოგნებელი კადრები საჩხერის სასტუმროდან, სადაც ჩინეთიდან ევაკუირებულები იმყოფებიან - რა პირობებში უწევს ყოფა 34 ადამიანს
„გუშინ ნაციონალებმა იტალიაში კონცერტი ჩამიშალეს“ - თემურ თათარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის ხელმოწერილი სკანდალური დოკუმენტი - "მთავარის" ინფორმაციით რეისი, რომლითაც ჩინეთიდან ქართველების ევაკუაცია მოხდა გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო (ვიდეო)
დაწერე კომენტარი