დოდო გუგეშაშვილს შვილის მკვლელთან, სავარაუდოდ, ქვების ბიზნესი აკავშირებდა

დოდო გუგეშაშვილს საკუთარი შვილის მკვლელთან ძვირფასი ქვების ბიზნესი აკავშირებდა. კურიერმა დღეს მხედრიონის ყოფილი ლიდერის ჩვენების რამდენიმე დეტალი გაარკვია.

ირკვევა, რომ გუგეშაშვილმა თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა, რომელიც მხედრიონის ყოფილ ლიდერს 4 თვის წინ, 2017 წლის სექტემბრის ბოლოს, დაუკავშირდა და ქარვის ერთობლივი ბიზნესის წამოწყება შესთავაზა. შეთანხმების თანახმად, გუგეშაშვილი თავდამსხმელს სახელად ზურას, უკრაინიდან ქარვის თვლების შემოტანაში უნდა დახმარებოდა, ამ ნაკეთობების რეალიზაციას კი თურქეთში ზურა უზრუნველყოფდა.

კურიერმა გაარკვია, რომ პირი, ვისი სახელითაც სავარაუდო დამნაშავე დოდო გუგეშაშვილს დაუკავშირდა, ვეტერანი მალხაზ თოფურიაა. ის გამოძიებამ უკვე დაკითხა.

თოფურია ადასტურებს, რომ პოლიციის განყოფილებაში მას სავარაუდოდ მკვლელის ფოტორობოტიც უჩვენეს, თუმცა, ვერავინ ამოიცნო.

ვეტერანთა საქმეების მაღალჩინოსანი რუსთავი2-თან საუბრის დროს ადასტურებს, რომ გუგეშაშვილსა და ვინმე ზურას შორის ერთობლივი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია გამოძიებასაც აქვს და ამ ვერსიაზე მუშაობს.

დოდო გუგეშაშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ ქარვის უკრაინაში შეძენასა და საქართველოში შემოტანაზე თადარიგის პოლკოვნიკს ვინმე ზურასთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, ძირითადად ნაქირავებ ბინაში. ორჯერ გუგეშაშვილი ზურამ კაფეშიც დაჰპატიჟა, სადაც მისი კუთვნილი ლურჯი ფერის ავტომობილით წაიყვანა. კურიერის ინფორმაციით, ახლა სამართალდამცველები კვების ობიექტის ჩანაწერების ამოღებაზე მუშაობენ.

საქმის ამ გარემოებებზე დაზარალებულის ადვოკატი ვერ საუბრობს. გელა ნიკოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ დამნაშავეს მხოლოდ გუგეშაშვილის ლიკვიდაცია სურდა.

გუგეშაშვილი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია. მას სასულიერო პირები და მეგობრები შვილის გარდაცვალების შესახებ ხვალ ეტყვიან.

loading…

პოპულარული

"ივანიშვილს მოუწევს იმ ფულის ანაზღაურება, რომელიც არ გადაიხადა მის კუთვნილ ბიტკოინების ქარხანაში ელექტროენერგიის მოხმარების სახით"- სააკაშვილი
"გუნდმა დაკარგა გრძნობადობა... ეს იყო სირცხვილი, ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა" - ივანიშვილი თანაგუნდელებს აკრიტიკებს
ტერორი ბიზნესზე - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ვალების განულებას „ფონდი ქართუ“ მიზერულ ფასად სთხოვს
"ხელისუფლება არის ისტერიკაში და ყველფერზე მიდის, რომ ზურაბიშვილს მოაგებინოს" - ოპოზიცია ყალბი პირადობების ბეჭვდაზე საუბრობს
ანა ნაცვლიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პტრონთან დაბრუნდა
საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი - სინოპტიკოსების პროგნოზი
დაწერე კომენტარი