“ნოდარ გუგეშაშვილს გამჭოლი ჭრილობა აქვს, დაზიანებულია ორივე ფილტვი, ასევე ხორხი და საძილე არტერია, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა”

დოდო გუგეშაშვილს მისი ვაჟის გარდაცვალების ამბავს, დღეს ღუდუშაურის კლინიკაში საპატრიარქოს წარმომადგენელი შეატყობინებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან დოდო გუგეშაშვილის ძმამ თემურ გუგეშაშვილმა განუცხადა.

შავი ჩაი ასკილით

მისივე განმარტებით, დოდო გუგეშაშვილს კლინიკიდან დღეს იმ სახლში მიიყვანენ, სადაც მისი ვაჟი ასვენია და დღესვე კლინიკაში დააბრუნებენ, ვინაიდან მკურნალობის პროცესი დასრულებული არ არის.

თეიმურაზ გუგეშაშვილის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დოდო გუგეშაშვილს და მის ოჯახს პატრიარქმა მიუსამძიმრა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, მაგრამ მისი გადაადგილება დიდ საშიშროებას წარმოადგენს. რომ არ ვუთხრათ შვილის გარდაცვალების ამბავი, გამორიცხულია. ექიმები გადაყვანის რეკომენდაციას არ იძლევიან, ამის თაობაზე ჩვენ ხელი უნდა მოვაწეროთ. დღეს შევატყობინებთ შვილის ამბავს, საპატრიარქოდან მეუფე შეატყობინებს. პატრიარქის წერილი უნდა იყოს, ასევე მადლობა მინდა ყველას სახელით პატრიარქს გადავუხადო იმისთვის, რომ მან დოდოს და ნოდარის ჯვრები, კელაპტრები და ნაკურთხი წყალი გამოუგზავნა“, – განაცხადა თეიმურაზ გუგეშაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რას უკავშირდებოდა მისი ექსპერტიზის ბიუროში ვიზიტი, თეიმურაზ გუგეშაშვილი განმარტავს, რომ ექსპერტიზის ბიუროში გასროლასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მივიდა.

„მაინტერესებდა სროლასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ექსპერტიზის პასუხის გაცნობის უფლება მე არ მაქვს, მაგრამ რაც შესაძლებელი იყო, ის გავიგე, რომ არის გამჭოლი ჭრილობა, დაზიანებულია ორივე ფილტვი, ასევე ხორხი და საძილე არტერიაც. ეს იყო სიკვდილის მიზეზი“, – განაცხადა გუგეშაშვილმა.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა სამართალდამცველებს დაკითხვის დროს შეკითხვები ბიზნესთან დაკავშირებით, თემურ გუგეშაშვილი განმარტავს, რომ ის დაკითხვაზე რამდენიმე წუთით იმყოფებოდა და კითხვები ამის თაობაზე არ დასმულა.

„დაკითხვაზე ფაქტობრივად არც ვყოფილვარ, რამდენიმე წუთით ვიყავი, ვიღებდი ცნობას იმის თაობაზე, რომ ცხედარი სამხარაულიდან გამომესვენებინა. რაც შეეხება ბიზნესს, დოდოს საერთოდ არავითარი ბიზნესი არ ჰქონია. ასევე გელა ნიკოლეიშვილისგან რაც მოვისმინე ჩანაწერი, ეს არის ის, რომ ვიღაც პიროვნებას უკრაინაში რაღაცის გადაადგილებაზე დახმარება უნდოდა, რა იყო ეს პროდუქცია, არ ვიცი“, – განაცხადა თეიმურაზ გუგეშაშვილმა.

მისივე განმარტებით, ჩვენება, რომელიც დოდო გუგეშაშვილმა მისცა, მისთვის კითხვებს აჩენს.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა დაქირავებული ქილერის ვერსიას, დოდო გუგეშაშვილის ძმა ასე პასუხობს: „ვერაფერს გამოვრიცხავ, ნოდარისგან ნაწყენი არასდროს არავინ არ ყოფილა, გარდა იმ ფაქტისა, რომელიც 15 წლის წინ მოხდა“.

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი