“დოდო გუგეშაშვილი შვილის მკვლელობისთვის შურს თვითონ იძიებს” – ლელა კაკულია

ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე შემდეგი სახის ინფორმაცია ვრცელდება.

“მეგობრებო, გაცნობებთ, რომ საიტზე lelakakulia.ge რუბრიკაში “სიახლეები” გამოქვეყნდა ქართველი წინასწარმეტყველის უახლესი წინასწარმეტყველებები, რომლებიც 15 თებერვალს ჩაიწერა.

გაგაცნობთ, რამდენიმე ამონარიდს:

“არასრულწლოვან დამნაშავეებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას დიდი ყურადღება მართებს. ფრთხილად! ვხედავ, მცირეწლოვანი დამნაშავეების მიერ დაზარალებული ბიზნესმენები ბავშვებს ფიზიკურად გაუსწორდებიან. ეს დაუშვებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ასე მოხდება.
ესროლო არასრულწლოვანს და ფიზიკურად გაუსწორდე – ამას ახსნა არ აქვს, მაგრამ ვხედავ, მომავალში ასე მოხდება. და მხოლო მაშინღა დაიწყებენ სერიოზულ მუშაობას არასრულწლოვანებთან…”

***
“რაც შეეხება კრიპტოვალუტის თემას, ბოლოს ხალხი იტყვის, რომ ეს საუკუნის აფიორაა. პირველ ეტაპზე ვირტუალური ვალუტა თითქოს ძალას იკრებს, მაგრამ მერე თანდათან მიინავლება და საბოლოოდ გაქრება. ამით დაზარალებული და თანაც სერიოზულად დაზარალებული ბევრი დარჩება, ვინაიდან ამ საქმის უკან წვრილმანი თაღლითები კი არ დგანან, არამედ დიდი ფულისა და გავლენის ადამიანები”.

“pia.ge”

loading…

პოპულარული

ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
3 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება - ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ
დაწერე კომენტარი