დოდო გუგეშაშვილი: ვინმესთვის რომ შვილი მომეკლა, ვიტყოდი, ღმერთმა მომიზღო-მეთქი

პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილის მკვლელობა პირად შურისძიებას უკავშირდება და პოლიტიკას არ ეხება.

შავი ჩაი ასკილით

„ ეს არ ეხება პოლიტიკას, მე არ შემიძლია სპეკულაციები. ვინმესთვის რომ შვილი მომეკლა, ვიტყოდი, ღმერთმა მომიზღო-მეთქი“, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა ძმის სახლში, სადაც მისი შვილის ცხედარია დასვენებული.

გუგეგაშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ დღეს შეატყობინეს. ის ღუდუშაურის საავადმყოფოდან ძმის სახლში, სადაც ნოდარ გუგეშაშვილის ცხედარია დასვენებული, ცოტა ხნის წინ რეანომობილით გადაიყვანეს. მას თან ექიმები ახლავს.

გუგეგაშაშვილს დღეს საავადმყოფოში დააბრუნებენ, ხვალ კი შვილის დაკრძალვას დაესწრება.

შეგახსენებთ, დიღმის მასივში, გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმა  7 თებერვალს მოხდა. შედეგად მოკლულია  ნოდარ გუგეშაშვილი, ხოლო დოდო გუგეშაშვილი მძიმედ დაიჭრა. დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

“epn.ge”

იტვირთება…

პოპულარული

„ივანიშვილის დიდი თაღლითობა!“ - მიხეილ სააკაშვილი საქსტატის გაყალბებულ მონაცემებზე ვიდეომიმართვაში საუბრობს
24 მიზეზი, რომელიც ადასტურებს, რომ პრინცი ჰარი ყველაზე საყვარელი პრინცია (ვიდეო)
რატომ დამალა საპატრიარქომ 2008 წლის ომის დროს მსოფლიო პატრიარქის გამოგზავნილი მხარდამჭერი წერილი
21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი