“დოდოს მკურნალობა ესაჭიროებოდა და ვალებიც ამიტომ ჰქონდათ” – რას ჰყვება მეგობარი დედა-შვილზე?

რამდენიმე საათის წინ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმაგანხორციელდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი. დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნოდო გუგეშაშვილი 33 წლის იყო, ის ვეტერანთა საბჭოში მუშაობდა, თუმცა წელიწადნახევრიანი თანამშრომლობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს და მუშაობა ბავშვთა გასართობ ცენტრში დაიწყო. მოგვიანებით ეს სამსახურიც დაკარგა და დედა-შვილი ნაქირავებ ბინაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა.

AMBEBI.GE დოდო და ნოდო გუგეშაშვილების მეგობარს, ზაირა მიქატაძეს ესაუბრა:

სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, ათი წუთით ადრე ვესაუბრე დოდოს ტელეფონზე, კვირას ვეტერანების ღონისძიებაა დაგეგმილი და ამის შესახებ ვსაუბრობდით. წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა. სულ ერთად ვიყავით და არასოდეს უთქვამს, ვინმე თუ უთვალთვალებდა ან ემუქრებოდა.

– ამბობენ, რომ ბევრი ვალები ჰქონდათ და ამის გამო მოხდა შელაპარაკება?
– ვალები ნამდვილად ჰქონდათ. დედა-შვილი უმუშევარი იყო, თან დოდოს მკურნალობა ესაჭიროებოდა და ვალებიც ამიტომ ჰქონდათ. ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ. ყველა მევალესთან პასუხისმგებლობა ჰქონდა, როცა ერთი დაურეკავდა და ფულის დაბრუნებას სთხოვდა, მეორესგან სესხულობდა და ასე გაჰქონდა თავი.

– შესაძლოა ეს ძველ შურისძიებას უკავშირდებოდეს?
– შესაძლოა ძველ შურისძიებასაც უკავშირდებოდეს, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბავშვს რას ერჩოდნენ, რატომ გაწირეს ნოდო… დოდო სულ მარტო დადიოდა და დახვედროდნენ სადმე, თუ შურისძიება უნდოდათ.

– მისი ვაჟი რას საქმიანობდა?
– მე და ნოდო ვეტერანთა საბჭოში ერთად ვმუშაობდით, შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს ნოდო და უდიდეს გაჭირვებაში უწევდათ ცხოვრება.

– ამბობენ, რომ მკვლელი იცნობდა ოჯახს?
– ასე გამოდის. დოდო უცხო პირს კარს არ გაუღებდა.

– რას ამბობენ მეზობლები?
– ისინი იქ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. შელაპარაკების ხმა არავის გაუგია. დოდო მე-13 სართულზე ცხოვრობდა და მეზობელმა დაინახა, როგორ ჩავიდა ფორთხვით მე-11 სართულზე და იძახდა მკვლელი, მკვლელიო. განადგურებულები ვართ ყველანი. ნოდოს თავში აქვს რამდენიმე ტყვია მოხვედრილი, დოდოს გამჭოლი ჭრილობა აქვს გულთან.


AMBEBI.GE

loading…

პოპულარული

„სამედიცინო პერსონალი არის აგრესიული, არ უნდათ ვინმემ გამოიტანოს რეალური ვითარება“ - ადვოკატის განცხადებით დეკანოზის მდგომარეობა დამძიმდა
„ზიარების შეფერხება არ ხდება, ნებისმიერ მღვდელს თუ მღვდელმთავარს შეუძლია აზიაროს“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე
„ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“ - მეუფე ანდრია გვაზავა დეკანოზ გიორგი მამალაძეს
„ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, თუკი რაიმე მოუვა, ნათელი მოეფინება ყველაფერს“ - თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აკისრებს
„სოლიდარობა მამა გიორგის“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან ხვალ აქცია გაიმართება
„ნუ შე---ცით ვააა! მე და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს“ - ნინო ნადირაძე
სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან (ვიდეო)
„მოგეკითხებათ პირველ რიგში თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო“ - ელისო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
დაწერე კომენტარი