„ავთანდილ ბილანიშვილმა დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბარა“ – ბილანიშვილის ადვოკატი

კაწრო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბარა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა. მან ბიურო თავის დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

„შაქარაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილმა 2020 წლის 1-ელ აგვისტოს დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლიბით ჩააბარა საექსპერტო ბიუროს, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილს არანაირი შეხება არ აქვს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, არც ირიბი და არც პირდაპირი”, – აცხადებს აბესაძე.

წყარო: ipn.ge

დაწერე კომენტარი