“დისკომფორტი არ მაქვს, როცა ქალი მამისხელა კაცს გასაწირად იმეტებს” – მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე

მარიამ კუბლაშვილმა, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატის ილია ჯიშკარიანის უფლებას იცავს On.ge-ს კითხვას ქალზე ძალადობის საქმეზე დისკომფორტის შექმნასთან დაკავშირებით უპასუხა.

“დისკომფორტი არ მაქვს, როცა ქალი ადამიანს იმეტებს იმისთვის, რომ საკუთარი ნების განსახორციელებლად გაწიროს მამის ხელა კაცი. დააბრალოს ის, რაც მას ნამდვილად არ ჩაუდენია, დაესხას თავს და შემდეგ თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, მე არ მიმაჩნია, რომ ამ ქალის წინაშე რაიმე სახის უხერუხლობა უნდა მქონდეს” – აღნიშნა ადვოკატმა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მისი ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურას თოდაძისთვის დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია, ბრალი არ აქვს წარდგენილი არც ილია ჯიშკარიანს.

ჯიშკარიანის თანაშემწეს ძალადობის კვალი მომხდარიდან ერთი კვირის თავზეც ეტყობა და მას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

ილია ჯიშკარიანი გაუპატიურების მცდელობას უარყოფს და ყოფილ თანაშემწეს შანტაჟშიც კი ადანაშაულებს. საკრებულოს დეპუტატს პროკურატურამ ბრალი გუშინ წარუდგინა.

თამთა თოდაძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი” იცავს.

პოპულარული

"რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა ჩამოიყვანოს ივანიშვილმა, ამ რაოდენობას არ ახლავს მუხტი, ივანიშვილს არ აქვს მორალური უპირატესობა, ის დამარცხებულია ქართველ ხალხთან" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
"ოცნების" აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი სამი თანამშრომელი ავარიაში მოყვნენ
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა
ოპოზიციური პარტიების ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ
"არასაარჩევნო პერიოდში, კონტრაქციისთვის საჯარო მოხელეები ძალდატანებით ჩასვა ავტობუსებში, ჩამოიყვანო იმიტომ, რომ ოპოზიციას მოუწყო აქცია, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა" - ნიკა მელია
სუპერსექსუალური მალიბუ ტუღუში ახალ კლიპში გაშიშვლდა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საერთაშორისო სკანდალი: 9/11-ის ტერაქტის საქმის მთავარი მოწმე ქართულ ციხეშია - აშშ-ს მწვავე ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებას
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
დაწერე კომენტარი