დიმიტრი გაბუნია ადასტურებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება

დიმიტრი გაბუნია

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ადასტურებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა ამ ეტაპზე დასაკომპლექტებელია და მასთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

დიმიტრი გაბუნია განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილის გუნდის ფორმირების მიზნით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

„დღეის მდგომარეობით ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი გუნდის ფორმირებასთან დაკავშირებით. ვადასტურებ, რომ განიხილება ერთ-ერთ კანდიდატად, თუმცა, გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები,“ – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

თავად არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ დიმიტრი გაბუნიამ შესაძლოა საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დაიკავოს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფორმატი ჩამოყალიბდება.

loading…

პოპულარული

„სამედიცინო პერსონალი არის აგრესიული, არ უნდათ ვინმემ გამოიტანოს რეალური ვითარება“ - ადვოკატის განცხადებით დეკანოზის მდგომარეობა დამძიმდა
„ზიარების შეფერხება არ ხდება, ნებისმიერ მღვდელს თუ მღვდელმთავარს შეუძლია აზიაროს“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე
„ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“ - მეუფე ანდრია გვაზავა დეკანოზ გიორგი მამალაძეს
„ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, თუკი რაიმე მოუვა, ნათელი მოეფინება ყველაფერს“ - თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აკისრებს
„სოლიდარობა მამა გიორგის“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან ხვალ აქცია გაიმართება
„ნუ შე---ცით ვააა! მე და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს“ - ნინო ნადირაძე
სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან (ვიდეო)
„მოგეკითხებათ პირველ რიგში თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო“ - ელისო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
დაწერე კომენტარი