“დილის რვა საათზე გარდაიცვალა…” – ვინ არის კორონავირუსით დაღუპული 24-ე ადამიანი

ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, გარდაცვლილი 24-ე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავამყოფოში მკურნალობდა, მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში 18 აგვისტოს შემდეგ მკურნალობდა და ტესტირების შედეგად, კორონავირუსი აღარ უფიქსირდებოდა. მარინა ენდელაძის განმარტებით, მძიმე თანმხლები დაავადებების გამო, 70 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„დღეს, დილის რვა საათზე ჩვენთან ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც ჩვენს კლინიკაში 18 აგვისტოს იყო შემოსული. მას ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები იყო. კლინიკაში შემოსვლისთანავე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, გულოზური ემფიზემა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედაწილოვანი თრომბოემბოლია. მისი მდგომარეობა კორონავირუსის მხრივ გარკვეულწილად გაუმჯობესდა, რადგან 3 და 4 სექტემბერს პასუხი იყო უარყოფითი, ორჯერადი დატესტვის შედეგ კვლავ გავიმეორეთ 11 სექტემბერს, პასუხი ისევ უარყოფითი იყო, მაგრამ მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, რაც შეეხება ონკოლოგიურ პათოლოგიას და კიდევ მრავალ სხვა პათოლოგიას, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ენდელაძემ.

დაწერე კომენტარი