დიდუბის რიონის გამგეობის პროექტი: “დიდუბის პორტრეტები”

რუსუდან ტოზაშვილი დაიბადა 1942 წლის 5 იანვარს, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში. დაამთავრა თბილისის 24–ე საშუალო სკოლა.1969 წელს ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში, თუმცა უსახსრობის გამო იძულებული გახდა მალევე შეეწყვიტა აკადემიაში სწავლა.

cyc

1966 წლიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედების სამეცნიერო–მეთოდური ცენტრის ფერწერისა და გრაფიკის სექციის წევრია, ხელმძღვანელობს კინემატოგრაფისტთა კავშირის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა კლუბის მხატვართა სექციას. 22 წლის განმავლობაში მუშაობდა ქართული ფილმის მულტ–გაერთიანებაში მხატვრად.

ხატვა ბავშვობიდანვე დაიწყო.1982 წელს მიენიჭა სახალხო ოსტატის წოდება. არის საკავშირო და რესპუბლიკური ოლიმპიადების ლაურეატი. დაჯილდოვებულია დიპლომებით,საპატიო სიგელებით და მედლებით.1986 წლიდან არის მხატვართა კავშირის წევრი, სამგზის ლაურეატი, მრავალი პერსონალური, საკავშირო და რესპუბლიკური გამოფენების ავტორი. პირველი პერსონალური გამოფენა 1970 წელს მოეწყო ცისფერ გალერეაში. 2003 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

მისი ნამუშევრები შეძენილი აქვს მსოფლიოს მრავალ მუზეუმს, მათ შორის დრეზდენის გალერეას. მისი ერთ–ერთი ნახატი პიკასოს მუზეუმში ინახება.

წყარო: https://web.facebook.com/didubegamgeoba/videos/vb.182472258590089/550440095126635/?type=2&theater

რეკლამა

დაწერე კომენტარი