დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება

დიდუბის რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ 6 ობიექტის რეაბილიტაცია დაფინანსდა.

cyc

► ქურდიანის ქუჩის N10-სა და თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

► აგლაძის ქუჩის N38-ში საერთო სარგებლობის კიბეებს რეაბილიტაცია უტარდება, მეტრეველის ქუჩის N7-ში კი მწყობრიდან გამოსული წყალსაწრეტი მილები ახლით იცვლება. დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-10 კორპუსში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

► დიდუბის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარდგენილი პროგრამები 80 %-ით დააფინანსა, ხოლო მოსახლეობა დარჩენილ 20%-ს იხდის. სამუშაოების საერთო ღირებულება 60 800 ლარს შეადგენს.

► დიდუბის რაიონის გამგეობის, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში განცხადებები ყოველი თვის 10 რიცხვამდე მიიღება და განხილვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი