
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ჩოგბურთელ გია ელერდაშვილის სახელობის ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 16-დან 75 წლამდე 90-მა მოყვარულმა ჩოგბურთელმა მიიღო.
ერთეულთა თანრიგში გამარჯვება დიდუბის რაიონში მცხოვრებმა ზვიად კალმახელიძემ, ხოლო წყვილებში- ალექსანდრე ჩეკულაევმა და გიორგი კერესელიძემ მოიპოვეს.
გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან სპორტული მაღაზიის ვაუჩერები, მედლები და თასები გადაეცათ.