დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს

დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

cyc

ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები რობაქიძის გამზირზე მიმდინარეობს. კონტრაქტორმა კომპანიამ დაზიანებული ბორდიურები და ტროტუარის საფარი მოხსნა.

დემონტაჟის შემდგომ, გაკეთდება ახალი ბორდიურები, ხოლო საფეხმავლო ტროტუარებზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

საგზაო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს წერეთლის გამზირის N111-სა და 113-ში, რომელიც დასკვნით ეტაპზეა და რამდენიმე დღეში დასრულდება. წერეთლის გამზირის N105-ში კონტრაქტორმა კომპანიამ კი სამუშაოები უკვე დაასრულა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი