დიდუბეში 6 მისამართზე ასფალტის საფარი დაიგო

დიდუბის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 6 მისამართზე დასრულდა.

cyc

მიქელაძის ქუჩის N11-ში, ასევე მიქელაძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე, კერესელიძის ქუჩის N1-ში, აგლაძის ქუჩის N37-ში, ასევე დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-19 კორპუსთან და 147-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტრაქტორმა კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული ყველა სახის სამუშაო შეასრულა.

მოიხსნა ასფალტის დაზიანებული საფარი და ბორდიურები, ამის შემდგომ კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი საფარი დააგო.

ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს აკ. წერეთლის გამზირის N105,111-სა და 113-ში, ასევე მე-3 კორპუსთან, აგლაძის ქუჩის N38-ში, ხოშარაულის 25-ში, თ. მღვდლის ქუჩის N13-ში და გვეტაძის ქუჩაზე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი