დიდუბეში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია დაიწყო

დიდუბის რაიონში, მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია დაიწყო.

cyc

ამ ეტაპზე, სამუშაოები გვეტაძის ქუჩასა და დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-2 კორპუსთან მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანია დაზიანებულ მილებს ახლით ცვლის.
სამუშაოებს დიდუბის რაიონის დაკვეთით შ.პ.ს „ენ ეს გრუპი“ ახორციელებს.

მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდგომ, დიდუბის რაიონის გამგეობა ყველა მისამართზე ასფალტის საფარს ეტაპობრივად დააგებს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი