“დიდოსტატის მარჯვენა” ბატონმა ბიძინამ დაწერა”

ბიძინა ივანიშვილი


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატის, შალვა თადუმაძის მოსმენასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ პარლამენტში შედგა, სოციალურ ქსელებში ირონიული გამონათქვამები და შეფასებები მოჰყვა. 

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: 

„სასწაულებს ვისმენ, ესე იგი თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო, ადამიანის მარსზე ასვლამდე, ის უკვე ნამყოფია იქ, ხოლო ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნამდე, ის უკვე იქ სწავლობს“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

“ოჯახური, ისტორიული  საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ: 

“დიდოსტატის მარჯვენა” ბატონმა ბიძინიმ დაწერა.”-წერს ცოტნე გამსახურდია.

“ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტზე რატომღაც “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”-დან სცენა გამახსენდა – ბებია გულში რომ იკრავს ზურიკელას ატესტატს. ზურიკელა, ილიკო და ილარიონი კი ამაყი სახით თავაწეულები უკან რომ მიყვებიან”…დაწერა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. 

“სავსეა ეს ქვეყანა ორდიპლომიანი დაუსაქმებლებით (ტაქსების გათეთრების მერე მით უმეტეს) და მაინცდამაინც უდიპლომოები და ბოტასების ქურდები რატომ გვყავს მთავარ პროკურორებად, დეფ? საქართველოს პარლამენტი“-წერს “რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილი. 

“ვეძებთ თადუმაძის კურსელებს.

მპოვნელი დასაჩუქრდება სამების ტაძრის აშენებისთვის მოკვეთილი მარჯვენით”-ასე გამოეხმაურა გუშინდელ მოსმენას ირინა სარიშვილი. 

“დიპლომი და სამიანები კი არა, როგორი იურისტია თადუმაძე, ის შეამოწმეთ. ნული და ნახევარი.”-წერს ნიკა გვარამია.

 ცნობისთვის: გუშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს, შალვა თადუმაძეს პარლამენტში მოუსმინეს, რომლის პასუხებმა დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვები გააჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, მან უნივერსიტეტში ჩააბარა 1993 წელს, რომელიც რეალურად 1994 წელს გაიხსნა. 

გურიის მოამბე

პოპულარული

თურქმა სამხედროებმა 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი მანქანიდან გადმოათრიეს და დაცხრილეს (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა- ამერიკულმა მედიამ ომის დანაშაულის სენსაციური სამხილები გაასაჯაროვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი